FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია არჩევნებამდე 2 დღით ადრე სოციალურ დახმარებას არიგებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, არჩევნები 26.10.2018
ახალციხის მერია არჩევნების წინ სოციალურად დაუცველებს პროდუქტს ურიგებს. უწყებაში ამბობენ, რომ სოციალურ დახმარებას ყოველი კვარტლის ბოლოს არიგებენ და ახლა ეს თარიღი არჩევნებს უბრალოდ დაემთხვა.

ახალციხის მერია არჩევნებამდე 2 დღით ადრე სოციალურ დახმარებას არიგებს

ახალციხის მერიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 88 ოჯახს 25 კილოგრამი ფქვილი, ხუთი ლიტრი ზეთი, ოთხი კილოგრამი წიწიბურა, შაქარი და ვერმიშელი დაურიგა. ამისთვის ბიუჯეტიდან 5 466 ლარი დაიხარჯა.

პროდუქტის ნაწილი, ერთ–ერთ სოფელში, ფერსაში, დღეს, 26 ოქტომბერს, მერის წარმომადგენელმა ნოდარ ბლიაძემ საკუთარი ავტომანქანით დაარიგა: „ეს იყო კვარტალური დახმარება და სწორედ ეს დღეები დაემთხვა. ჩემს ადმინისტრაციულ ერთეულში ორ ოჯახს მუგარეთში მივეცი, თითო–თითოს ღრელში და გიორგიწმინდაში ხვალ მივიტან“.

მერის წარმომადგენლის მიერ, სოფლებში პროდუქტის დარიგების ფაქტს შეესწრო „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე: „ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და მთავრობა ყველა მეთოდს იყენებს, რომ მიაღწიოს სასურველ შედეგს და სალომე ზურაბიშვილს გაამარჯვებინონ".

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ირწმუნებიან, რომ მოსახლეობისთვის პროდუქტი სოციალური დახმარების წესის ფარგლებში გაიცა. დახმარებას კი სოციალურად დაუცველ ოჯახებისთვის, ყოველ სამ თვეში ერთხელ გასცემენ.

მათი განცხადების მიხედვით, სოციალურად დაუცველებს მერიისგან დახმარება სექტემბრის ბოლოს უნდა მიეღოთ. თუმცა, თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის სოციალური დახმარების წესის გაცემისათვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, ამიტომ ტენდერი მეორედ გამოცხადდა და ამ ყველაფერს ერთი თვე კიდევ დასჭირდა.

ელექტრონული შესყიდვების ვებ–გვერდზე ჩანს, რომ პროდუქტის შესაძენად 15 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მიუხედავად დროში გაჭიანურებული სატენდერო პროცედურებისა, იურისტები ფიქრობენ, რომ მერიას არჩევნების წინადღეებში პროდუქტი არ უნდა დაერიგებინა.

„ბუნებრივია, ამ პროდუქტის დარიგება არჩევნების შემდეგაც შეიძლებოდა. ეს ფაქტი ეჭვებს აჩენს, მითუფრო იმის გამო, რომ დახმარების დარიგება მერიას სექტემბრის ბოლოს უწევდა. ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს ®

ახალციხის მერია სააღდგომოდ 145 ოჯახს დაეხმარება
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ბორჯომის მერიამ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა [R]
ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
ვარხანში სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მოუხსნეს[Video]
ახალციხეში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება ®