FM97.5 / LIVE

ახალციხეში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება ®

მთავარისიახლე, რეკლამა 18.04.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს.

ახალციხეში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება ®

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ 53 შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს პირველადი მოხმარების კვების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. ოჯახები პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ნინო ლომიძემ და ელენა ბეგიაშვილმა.

ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ფონდ „ტასოს“ და ზრდასრულთა განათლების ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში დახმარება გაეწია 50 ოჯახს. სასურსათო ამანათები და ჰიგიენური საშუალებები სოფლებში - ანში, ელიაწმინდაში, ჭვინთაში, ბოგაში, სვირსა და ტატანისში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცა.

ბიზნესმენ ზურაბ ნასყიდაშვილის ხელშეწყობით, კი ქალაქ ვალეში მცხოვრებ 100 ოჯახს, თითო ტომარა 50 კგ-იანი ფქვილი დაურიგდა. კერძო შემოწირულობა, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ სხვა კატეგორიის მოქალაქეებს ბინაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მიუტანეს.

გარდა ამისა, სოფელ კლდეში არსებული შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ მხარდაჭერით სააღდგომო ნობათი და კვების პროდუქტები დაურიგდათ სოფელ კლდეში, წნისში, ფერსაში, გიორგიწმინდაში და მუგარეთში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო ამანათების დარიგებას ეტაპობრივად ახორციელებს.

ახალციხეში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება ®


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასააღდგომოდ 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება[R]
ადიგენში შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება ®
ადიგენში შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება  ®
ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 67 ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
ახალციხეში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით  სასურსათო პაკეტები დარიგდა  ®

ადიგენში სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს ®
ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების დახმარების მორიგი ეტაპი დაიწყო ®