FM97.5 / LIVE

პირველ სკოლაში სტადიონის ფართობის გასაზრდელად, პროექტის შეცვლა იგეგმება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, განათლება 23.10.2018
ახალციხის პირველი სკოლის მასწავლებლებმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელებთან სტადიონის ფართობის გაზრდის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ამისთვის ჯერ თანხის დამატება და პროექტის შეცვლაა საჭირო.

პირველ სკოლაში სტადიონის ფართობის გასაზრდელად, პროექტის შეცვლა იგეგმება

ახალციხის პირველი სკოლის მასწავლებელი, სამეურვეო საბჭოს წევრი ბადრი კაპანაძე ამბობს, რომ მცდელობამ შედეგი გამოიღო და სკოლის ეზოში იმხელა სტადიონი გაკეთდება, როგორიც ადრე იყო.

მისი თქმით, მიუხედავად მისა, რომ თავიდან განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ფართობის გაზრდაზე უარი თქვეს, საბოლოოდ სკოლის თხოვნა მაინც გაითვალისწინეს: „არგუმენტი ჰქონდათ, რომ ეს არის ამერიკული პროექტი და სტადიონიც კეთდებოდა ამერიკული სტანდარტით. სკოლაში 970 მოსწავლეა და 38 კლასი გვყავს, თითოეულ კლასში სპორტის გაკვეთილი კვირაში ორჯერ ტარდება, გამოდის 76 გაკვეთილი. კუდის მოსაქნევიც არ იქნებოდა სტადიონზე. ვერ გამოვიყენებდით და ის ფული, რომელიც პატარა სტადიონის მშენებლობისთვის დაიხარჯებოდა იქნებოდა წყალში გადაყრილი“.

კაპანაძის განმარტებით, განათლების სამინისტროსთან ერთად, მათ წერილები გაგზავნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, ასევე სამხარეო ადმინისტრაციასა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში: „ყველამ ერთობლივი ძალისხმევით გაგვახარეს. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვით ათასწლეულის გამოწვევის ფონდის თანმაშრომლებს“.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ხელმძღვანელი ლაშა დალაქიშვილი აცხადებს, რომ მათ, როგორც განათლების სამინისტროს პროექტების განმახროციელებელ ორგანოს, არ ჰქონდა ვალდებულება სპორტული მოედნის გაკეთების, თუმცა გაითვალისწინეს, ის ფაქტი, რომ მანამდე ეზოში სტადიონი უკვე არსებობდა: „სტადიონის გაკეთება 12X24 –ზე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ კარგად თავსდებოდა. მოედანს ექნებოდა საევაკუაციო გასასვლელი. ახლა რაღაც სხვა სტანდარტი უნდა ავიღოთ, არასტანდარტული სტადიონის გაკეთება ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობას საჭიროებს“.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდში განგვიმარტეს, უკვე არსებული პროექტის შესაცვლელად გუნდი უკვე მუშაობს: „უნდა გავარკვიოთ მშენებელ კომპანიასთან რამდენად გვაქვს დარჩენილი ფინანსური რესურსი. სკოლიდან მოსული წერილი მიდევს 16 X 30 ფართის სტადონს ითხოვენ, ჩვენ რომელსაც ვგეგმავთ 15 X 30 ზომის იქნება. თუ ფინანსური რესურსი გვეყოფა დიდი ალბათობით გავაკეთებთ“.

ბადრი კაპანაძე ამბობს, რომ12X24 ზომის სტადიონის მშენებლობა 19 500 ლარი ჯდებოდა, უფრო დიდი სტადიონის გასაკეთებლად კი დაახლოებით 10 000 ლარის დამატებაა საჭირო: „30 00 ლარის გულისთვის 20 000 ლარის გადაყრა არ იქნებოდა კარგი. თუ ამ თანხას ახლა ვერ მოძებნიან მერე მოძებნონ, ნუ დაუკარგავენ ახალგაზრდებს ამ შანსს“.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, არასაკმარისი ფინანსების შემთხვევაში თანხა სკოლამ დაამატოს, კაპანაძე გვპასუხობს: „ახლა სკოლას თავისი გაჭირვებია, ყოველთვიურად გათბობისთვის 17 000 ლარი გვაქვს გადასახდელი, მაგრამ თუ საჭირო გახდება შეიძლება სხვა წყაროებიდან ვიშოვოთ, ან ბიზნესმენი მოგვეძებნა ვინმე, ან მერიისთვის მიგვემართა. იმაზეც კი თანახმა ვიყავით გაჩერებულიყო პროექტი და როცა გაკეთდებოდა ისეთი გაკეთებულიყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა. არ არის ეს ისეთი თანხა, რომლის შოვნაც სახელმწიფოს გაუჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელების მოთხოვნით პირველი სკოლის ეზოში სპორტული მოედნის მშენებლობა დაახლოებით ერთი კვირის წინ შეჩერდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა
პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა სრულდება
საფეხური: ახალციხის პირველი სკოლის პროტესტი [Audio]
დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ
ბორჯომში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა მოეწყობა