FM97.5 / LIVE

მწყურვალი სოფელი

მთავარისიახლე, ბლოგები 20.10.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან

მწყურვალი სოფელი

ზამთრის მიწურულს სკოლაში მეზობელი სოფლიდან ათიოდე ფერმერი მეწვია, უწყლობამ გაგვაწამა და იქნებ დაგვეხმაროთ, რეგიონის ხელმძღვანელობას ხმა მივაწვდინოთ, რომ ზაფხულამდე როგორმე პრობლემა მოგვიგვარონო.

თურმე ადგილობრივ დონეზე ვიზიტებმა და სიტყვიერმა დაპირებებმა შედეგი რომ ვერ გამოიღო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირკნის თავკაცებმა გადაწყვიტეს წერილობით დაეფიქსირებინათ თხოვნა, ახლა უკვე სახელმწიფო რწმუნებულის დონეზე. თუმცა ქართულ ენაზე გამართული წერილის დაწერა ვერ შეძლეს და ჩემთან მოვიდნენ.

სიტყვასიტყვით მიამბეს თავიანთი გასაჭირი, რომ დიდი ხანია მოიშალა სარწყავი სისტემა და გახშირებული გვალვიანი ზაფხულების გადამკიდენი, მოსავლის გარეშე რჩებიან. თუმცა სარწყავს ვინ ამბობს, სოფელს სასმელი წყალიც არა აქვს და მოსახლეობა იძულებულია ხელოვნური ჭებიდან ამოქაჩულს დასჯერდეს. ტოტალურმა უწყლობამ ტირკნაში დაცარიელებული სახლები მოამრავლა.

როგორც აღმოჩნდა, ტირკნელებს ძალიან ბევრი უფიქრიათ ამ საკითხზე და გუბერნატორს თვითონვე შესთავაზეს წყლის შემოყვანის შესაძლო ვარიანტები მეზობელი სოფლებიდან – ოლავერდიდან, მერენიიდან და სამსარიდან. ისინი „უბრალო რეზინის მილზეც“ თანახმა იყვნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ თავისი ხელით გამოიყვანდნენ წყალს.

ჩემგან არ გესწავლებათ, თუმცა მაინც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯავახეთის ოჯახების 90–95 %–სთვის ერთადერთი შემოსავალი და თუ გნებავთ, საარსებო წყარო კარტოფილია, კარტოფილის მოყვანას კი სარწყავი წყალი სჭირდება. გარდა ამისა, სოფელი ტირკნა ისე ძალიან არის დაშორებული სხვა სოფლებს, სასმელი წყლით მომარაგებაზე საუბარი ზედმეტია.

ფერმერებმა წერილი ახალქალაქის ფოსტიდან იმ დღესვე გაუგზავნეს სახელმწიფო რწმუნებულს სამცხე–ჯავახეთში, იმ იმედით, რომ გუბერნატორი ან მისი წარმომადგენელი მათ შეხვდებოდა და პრობლემის გადაჭრის გზებს ერთად მოიძიებდნენ. მეც, ამ იმედით, წარმატება ვუსურვე ჩემი მოსწავლეების მშობლებსა და ნათესავებს.

ერთი თვის შემდეგ ტირკნელები ისევ მოვიდნენ, არავინ გვპასუხობს და იქნებ გავარკვიოთ, განცხადებას რა ბედი ეწიაო. დავრეკე სამხარეო ადმინისტრაციაში, გაარკვიეს და მითხრეს, განცხადება ახალქალაქის მერიას გადმოვუგზავნეთო.

მას შემდეგ კვალი აირია, ზაფხულიც მიიწურა და შემოდგომის მეორე თვეც. –წყალიი! იპოლიტე ხვიჩიას ერთ–ერთი პერსონაჟივით გმინავს ტირკნის მოსახლეობა, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.

არადა, ჯავახეთი ხომ ანკარა წყლების ნამდვილი საბადოა და იქ ადამიანს უბრალოდ, არ უნდა სწყურდეს. თუმცა ბუნებისაგან მომადლებული რესურსების ეფექტურად და გონივრულად გამოყენებას ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიმღები პირები სჭირდება, რის ნაკლებობასაც, სამწუხაროდ, საქართველოს ყველა რეგიონი განიცდის.

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ კარწახის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ
‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ -  ვარევანის მოსახლეობა
სადავო წყალი
‘გასულ წელს დაგვპირდნენ და მოგვატყუეს’ – მუგარეთში ისევ წყლის პრობლემა აქვთ
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
გზა, სასაკლაო და სასმელი წყალი – რაზე ესაუბრნენ გუბერნატორს ჯავახეთში