FM97.5 / LIVE

‘გასულ წელს დაგვპირდნენ და მოგვატყუეს’ – მუგარეთში ისევ წყლის პრობლემა აქვთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.08.2020
სოფელ მუგარეთში ამბობენ, რომ ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის დაპირება, ჯერ არ შესრულებულა. ადგილობრივები სასმელ წყალს ისევ მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან. უწყლობის გამო ხმება მათი ნათესებიც.

mugareti

მუგარეთში დაახლოებით 100 ოჯახი ცხოვრობს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელი სასმელი წყლით ე.წ ჩანჩხურის სათავედან მარაგდება, იმის გამო, რომ დებეტი ძალიან მცირეა, წყალი მხოლოდ 20 ოჯახს ჰყოფნის. ამის გამო ხშირია მეზობლებს შორის დაპირისპირებაც.

„სანამ ცოცხალი ვარ ნეტავ მეღირსებოდეს წყლის ონკანიდან ავსება. შეგვპირდნენ შარშან, რომ სოფელს წყალი ექნებოდა, მაგრამ მოგვატყუეს. არც სასმელი და არც სარწყავი წყალი არ გვაქვს. საქონელს ვერ ვასმევთ, ბოსტანს ვერ ვრწყავთ და ყანები საერთოდ გამხმარი გვაქვს. თვითონ ზაზა მელიქიძეც იყო ჩამოსული დაგვპირდა, რომ გააკეთებდა, მაგრამ არ გაკეთდა“, – ამბობს ნაზი ტაბატაძე.

წლებია უშედეგოდ ელოდება სოფლის ყველაზე მთავარი პრობლემის მოგვარებას ლენა ლომიძეც, იგი წყალს მეზობელი დასახლებიდან, ფერსიდან ეზიდება: „გვეუბნებიან წინუბნის აბანოებამდე არის ჩამოსული წყალიო, მუგარეთამდე რომ გაკეთდეს არც პროექტი აქვთ და არც საკმარისი თანხა“.

ადგილობრივის, ჯუმბერ ტაბატაძის თქმით, სოფლამდე წყალი ისევ ძველი, „საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული სისტემით მოდის“.

„სოფელ წინუბანში სათავე–ნაგებობა და მაგისტრალური წყალსადენი გასულ წელს გაკეთდა. გვითხრეს, რომ ჩვენც იმ სისტემით მოგვცემდნენ წყალს, ჩვენთან ისევ ის ძველი სისტემაა, ძალიან მცირე რაოდნეობით მოდის წყალი“, – ამბობს ჯუმბერ ტაბატაძე.

გარდა სასმელი და სარწყავი წყლისა, ადგილობრივებს ხელისუფლებისგან სხვა დაპირებაც ახსოვთ: „სასაფლაოს გზის მოწესრიგებას დაგვპირდნენ და არ გააკეთეს, სამხიდიანი მანქანებით მიგვყავს მიცვალებულები“.

სოფელ წინუბანში სასმელი წყლის სათავე–ნაგებობა და მაგისტრალური წყალსადენი გასულ წელს გაკეთდა. მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ ახალი წყალსადენით ხუთი სოფლის, მათ შორის მუგარეთის მოსახლეობა ისარგებლებდა, სამუშაოებისთვის 894 895 ლარი დაიხარჯა.

ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტა, რომ მუგარეთში წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იგეგმება. ამის შემდეგ სოფელს მუდმივი წყალი ექნება. ამ ეტაპზე წინუბნის სათავე ნაგებობიდან მუგარეთის მიმართულებით, წყლის ახალი მილი, დაახლოებით 3–4 კილომეტრამდეა გაყვანილი. სამუშაოების დასასრულებლად კიდევ ერთი ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

„მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, სრულად მომარაგდება სოფელი. ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

mugareti2

mugareti1

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის 5 სოფელი ახალი წყალსადენით მომარაგდება
მუგარეთს სასმელი წყალი ექნება – მერიამ ტენდერი გამოაცხადა
სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის [Video]
ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ
სოფელ კარწახის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
სამი წყაროს იმედად

დაულუქავი სათავე-ნაგებობა სოფელ წრიოხში [ფოტო]