FM97.5 / LIVE

ენმ ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

მთავარისიახლე, სამართალი, არჩევნები 18.10.2018
ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ჰასმიკ მარანგოზიანის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ უწყებათაშორის კომისიაში განცხადება შეიტანა. ოპოზიცია კომისიას მარანგოზიანისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტის შესწავლასა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სთხოვს.

ენმ ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ აცხადებენ, რომ ჰასმიკ მარანგოზიანმა, 2012 წლის ოქტომბერში, ახალქალაქში ყოფილი სამხედრო ბაზის (N510/35) ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ მიიღო. ოპოზიციის განცხადებით, ამ ფაქტზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულმა პროკურატურამ 2013 წლის იანვარში გამოძიება დაიწყო.

„ამ ბინის გადაცემით მარანგოზიანი მოისყიდა „ოცნებამ“ და ის არჩევნებს ისე ატარებს, როგორც ეს მმართველ გუნდს სურს. გარდა ამისა, რადგან მომხდარზე ძიება დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა, პროკურატურას მარანგოზიანის წინააღმდეგ ეს საქმე როგორც კომპრომატი ყოველთვის ექნება. ამიტომ არჩევნებზე იმას გააკეთებინებენ, რისი სურვილიც ხელისუფლებას ექნება“, – გვითხრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თეონა ჭალიძემ, რომელიც ახალქალაქის საოლქო კომისიის წევრია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალქალაქში არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, ყოველთვის იარსებებს კითხვის ნიშნები როგორც ამომრჩევლის, ისე არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მხრიდან: „ამიტომ, ვითხოვთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ ფაქტზე დროულ რეაგირებას და მონიტორინგს. ასევე გთხოვთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალოთ იმსჯელოს ხსენებულ საკითხზე, მათ შორის ჰასმიკ მარანგოზიანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ნაწილზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ უწყებათაშორის კომისიაში შეიტანა.

ჰასმიკ მარანგოზიანი ადასტურებს, რომ მან ბინა 2012 წელს უსასყიდლოდ ნამდვილად მიიღო, თუმცა ამბობს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს მოხდა და ამ საკითხთან „ოცნებას“ შეხება არ ჰქონია.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ მომხდარზე ძიების დაწყებას, ახალქალაქი–ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის ყოფილი პროკურორი და ამჟამად ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ სამხედრო დასახლებაში ბინების გადაცემის საკითხზე ძიება მართლაც დაიწყო, თუმცა ეს კონკრეტულად მარანგოზიანის საქმეს არ უკავშირდებოდა: „მოქალაქეების განცხადებები იყო შემოსული. შესწავლა რომ დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ყველა საქმე სამოქალაქო დავის საკითხი იყო და სისხლის სამართალთან კავშირი არ ჰქონდა“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენმ ახალქალაქში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს
ცესკო: ახალქალაქის ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ
ახალქალაქის საოლქო კომისიის წევრი:‘თავმჯდომარემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა’
ახალქალაქის სასამართლომ ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ინციდენტით დასრულდა
ახალქალაქის მერის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უჩივლეს
კვირის აქცენტი: ახალქალაქის საოლქო კომისიის საქმე [Video]