FM97.5 / LIVE

ცესკო: ახალქალაქის ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ

მთავარისიახლე, არჩევნები, სამართალი 03.09.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანის, პარლამენტის ყოფილი წევრი, სამველ პეტროსიანი და მისი შვილი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ცესკო: ახალქალაქის ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ
ცესკო, აღნიშნული მუქარის შესახებ, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მიწოდებული მასალა, მუქარის შესახებ, პროკურატურას შესასწავლად გადაეგზავნება.
აქვე ცესკო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისაგან.

"სამხრეთის კარიბჭე" ცესკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2 სექტემბერს, ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) განახორციელეს მუქარა. ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით.

საყურადღებოა, რომ ჰასმიკ მარანგოზიანის განცხადებით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი მუქარა მის მიმართ უკვე არაერთგზის განხორციელდა.

გარდა ამისა, გუშინვე, სამველ პეტროსიანმა ქუჩაში მიმავალ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძეს, მოპირდაპირე მხრიდან გაუჩერა მანქანა და მოსთხოვა ახსნა-განმარტებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის.

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედებების განხორციელებისგან", – ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკო ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალქალაქში
ცესკო: ჩვენი სახელით მოქალაქეებს უკავშირდებიან და მათ მონაცემებს ამოწმებენ
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
როგორ დაკომპლექტდა საოლქო საარჩევნო კომისიები სამცხე-ჯავახეთში
ახალქალაქის სასამართლომ ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა
ცესკო: N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა