FM97.5 / LIVE

მერაბიშვილი ფიქრობს, რომ ენმ და ‘ევროპული საქართველო’ უნდა გაერთიანდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.10.2018
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. შს ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ენმ–სა და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს. მას მიაჩნია, რომ ამ ორმა პარტიამ საერთო მიზნებისთვის ერთად უნდა იბრძოლოს.

მერაბიშვილი ფიქრობს, რომ ენმ და ‘ევროპული საქართველო’ უნდა გაერთიანდნენ

ამის შესახებ მერაბიშვილმა “რუსთავი2”-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

“შეიძლება, ეს ციხის სინდრომია, თუმცა მე ყველაფერი მეჩვენება ისეთ სურათებში, როგორიც იყო ჩემს დაპატიმრებამდე. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, რომ პარტია არის გაყოფილი. ჯერაც ისე ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახონ საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლონ, საერთო მიზნის მისაღწევად. ამიტომ, ჩემს მდგომარეობაში არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, რადგან ისინი ჩემს მეგობრებად და თანამებრძოლებად მიმაჩნია. ვერ ვყოფ ამ ადამიანებს”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან ერთად თუ მის გარეშე, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ასე უპასუხა:
"მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის ადამიანი, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, ერთი და იგივე ფასეულობები გააჩნიათ, იქნებიან ერთად. მინდა, ისინი იყვნენ ერთად და იბრძოლონ საერთო მიზნების მისაღწევად”, – აღნიშნა მან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი
' ჩემ დიდ დამსახურებად მიმაჩნია ახალციხეში რაბათის მშენებლობა' – ვანო მერაბიშვილი
ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
'გადაწყვეტილება მიღებული მაქვს რომელ პარტიაში გავერთიანდები' – ვანო მერაბიშვილი
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
ვანო მერაბიშვილი ბოდიშს იხდის
ვანო მერაბიშვილი: ჩემს მეგობარ გრიგოლ ვაშაძეს წარმატებას ვულოცავ