FM97.5 / LIVE
ვანო მერაბიშვილი ბოდიშს იხდის

ვანო მერაბიშვილი ბოდიშს იხდის

მთავარიპოლიტიკა 24.06.2013
"მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მინისტრობის დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა", - ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილი გამოქვეყნდა

ვანო მერაბიშვილი ბოდიშს იხდის
"დღემდე ვფიქრობდი, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიამაყებდი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმებით. იმით, რომ ჩემს მეგობრებთან და ათასობით პოლიციელთან ერთად, რეგიონში ყველაზე კორუმპირებული და არაპოპულარული პოლიცია, ყველაზე პოპულარულ და არაკორუმპირებულად ვაქციეთ, რითაც ჩვენი რეფორმა ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო გახდა. მე ვამაყობდი, რომ ჩემი მინისტრობის დროს არც ერთი პოლიტიკური ოპონენტი, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულად განწყობილი არც ერთი წარმომადგენელი არ მოუკლავთ, არ გაუტაცებიათ და უგზო-უკვლოდ არ დაკარგულან.

ვანო მერაბიშვილი ბოდიშს იხდისმაგრამ, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლიციელებმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანების წამებაში, ეს ჩემს წარმატებას ეჭვის ქვეშ დააყენებს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი მინისტრობის დროს მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ვინც ამ ფაქტში მონაწილეობას იღებდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მინისტრობის დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მინდა ბოდიში მოვუხადო ათასობით პოლიციელს, ვინც ჩემთან ერთად არ დაიშურა ენერგია და დაუღალავი შრომის, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, საქართველო აქცია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. მე ვთხოვ საზოგადოებას, ეს რისხვა არ გადაიტანოს ყველა პოლიციელზე. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს პარტიულ მეგობრებს, რომლებმაც მანდეს ეს საპასუხისმგებლო თანამდებობები და მეხმარებოდნენ რეფორმების განხორციელებაში.

მე დავამტკიცებ, რომ ამ ფაქტებთან არავითარი კავშირი არ მაქვს. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცემის, წამების და არასათანადო მოპყრობის გამო რამდენიმე ასეული პოლიციელის დასჯის ფაქტი საკმარისი იქნებოდა რომ მსგავსი პრაქტიკა პოლიციიდან მთლიანად აღმოფხვრილიყო. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ჩემს სისტემაში გამოვლინდა დანაშაული, რომლის გამოც დღეს მე საზოგადოებას და ათასობით პატიოსან პოლიციელს ბოდიშს ვუხდი", - აღნიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი: ჩვენს საქმიანობას შეაფასებენ ძალიან მოკლედ - „ჩვენამდე“ და „ჩვენს შემდეგ“
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა
ვანო მერაბიშვილი: ჩემს მეგობარ გრიგოლ ვაშაძეს წარმატებას ვულოცავ
მერაბიშვილი ფიქრობს, რომ ენმ და ‘ევროპული საქართველო’ უნდა გაერთიანდნენ
ვანო მერაბიშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება
დიმიტრი ბერიძე ბორჯომის მოსახლეობას ემშვიდობება