FM97.5 / LIVE

პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 03.10.2018
გაქრობის პირას მყოფი მესხური ვაზის ჯიშები ასპინძაში, ხიზაბავრის ტერასებზე საუკუნეების შემდეგ კვლავ დაბრუნდა. დღეს, სამ ოქტომბერს, აქ 400 წლის შემდეგ პირველად, ვაზის 27 უძველესი ჯიშის ყურძნის რთველი მოეწყო.

პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]

რთველი საზეიმო ვითარებაში ანსამბლ „მესხეთის“ სიმღერით გაიხსნა. ქართველებთან ერთად რთველში მონაწილეობა უცხოელებმა აშშ-დან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან მიიღეს.

„ინგლისიდან ვარ, აქ ყველაფერი სასიამოვნოა, თქვენი სამზარეულო განსხვავებულია, ღვინო კი ძალიან ახალგაზრდაა, მიხარია, რომ ასეთი ზეიმის მონაწილე ვარ“, – გვითხრა რობერტ ფრანკომ.

სპეციალურად ამ დღისთვის, აჭარიდან ჩამოვიდა ლია ჯაყელი: „ამ ვაზის დარგვაში მონაწილეობა მაქვს მიღებული, ასწლეულების წინ აქ ჩვენი, ჯაყელების ტერასა იყო და დღესაც ხიზაბავრას ტერასებზე ჩვენი ტერასა გვაქვს გამოყოფილი, აქ „ხიხვის“ ჯიშის ვაზი დავრგეთ. ამ რთველზე დასწრება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა“.

ვაზის უძველესი ჯიშების აღდგენა კომპანია „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ სამი წლის წინ დაიწყო.

პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]
არქივი: 2015 წლის ოქტომბერი


პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]
არქივი: 2015 წლის ოქტომბერი


ამჟამად, 24 ჰექტრიდან 12 ჰექტარზე ტერასები უკვე აღდგენილია, აქედან რვა ჰექტარზე ვაზია გაშენებული. მომავალ წელს კი ვენახი კიდევ ოთხ ჰექტარზე გაშენდება.

„წარმოდგენილი ჯიშები სხვადასხვა სოფლებში ვიპოვნეთ და შემდეგ აქ გავავრცელეთ. მომავალ წლებში ამ ტერასებს კიდევ უფრო გავაფართოებთ. მიღებული პროდუქციიდან საუკეთესო ჯიშებს გამოვავლენთ და მათ ტერასებზე გავამრავლებთ. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არიან ადამიანები, რომლებიც წლებია მესხეთში მეღვინეობას აკვირდებიან“, – ამბობს ნათენაძე.

ტერასების განაშენიანებასა და ღვინის კულტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა ინვესტორმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ: „ეს აბსოლუტურად სხვა ტიპის, ტურიზმის ძვირადღირებული მიმართულებაა. უცხოეთიდან მოწვეულ სტუმრებს ძალიან დიდი ისტორია აქვთ იმ ქვეყნებში, საიდანაც არიან. ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურაში დიდი საქმე გააკეთა, როდესაც სანერგე დააფუძნდა, უნიკალური ვაზის ჯიშებით სწორედ იქედან მომარაგდა აქ წარმოდგენილი ტერასები, რამდენიმე წელიწადში ეს გორები ვაზის მესხური ჯიშებით იქნება მოფენილი და ღვინო არამარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც გავა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არსებულ ქართულ ღვინოს უკვე შეემატა რამდენიმე ახალი სახეობა“.

კომპანია "ვარძიის ტერასები" მომავალში „თამარის ვაზის“, „მესხური ხიხვის“ და „ჩიტის თვალას თეთრის“ ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაწურვას გეგმავს. ასპინძაში ასევე მესხური კულტურისთვის ისტორიული საწნახელის, ხორბლის ბეღელის და მესხური დარბაზის მშენებლობებიც იგეგმება.



პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]

პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]

პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]

პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]

პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]

პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]

პირველი რთველი 400 წლის შემდეგ მესხეურ ტერასებზე [Photo/Video]

[ავთო ინასარიძე, ოთარ აწყურელი – ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხურ ტერასებზე ვაზის დარგვა იწყება
‘ხიზაბავრის  მესხურ ტერასებზე’  პირველი რთველი დაიწყო
400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება
მესხურ ტერასებზე N6 საჯარო სკოლის  და TBC ბანკის თანამშრომლებმა ვაზი დარგეს
მესხურ ტერასებზე ჯაყელების საგვარეულო ტერასა გაშენდა
მესხურ ტერასებზე წელს პირველი ვენახი გაშენდება
პრემიერ მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა