FM97.5 / LIVE

მესხურ ტერასებზე წელს პირველი ვენახი გაშენდება

მთავარიეკონომიკა 15.03.2016
ასპინძაში, მესხურ ტერასებს ვენახის გასაშენებლად ამზადებენ. წელს 8 ჰექტარ ფართობზე 17 სახეობის მესხურ ვაზს დარგავენ.

მესხურ ტერასებზე წელს პირველი ვენახი გაშენდება

ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე განახლდა. იქ სადაც ტერასები აღდგენილია, ვაზის დასარგავად ორმოებს ამზადებენ, პარალელურად მიმდინარეობს მიწის დამუშავება და წვეთოვანი საირიგაციო სისტემის მონტაჟი.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ მეღვინე გიორგი ნათენაძე აცხადებს, წელს მესხურ ტერასებზე პირველი ვენახი გაშენდება: „ზღვის დონიდან 1200–1500 მეტრ სიმაღლეზე, მიმდინარე წელს 17 სახეობის მესხური, ტრადიციული ვაზის ჯიშები დაირგვება“.

ეს ჯიშები ახალგაზრდა მესხმა მეღვინემ თავად, კარდაკარ სიარულით მოიძია.

წვეთოვანი საირიგაციო სისტემის მონტაჟზე, ვაზის დარგვას და ტერასების აღდგენაზე ამ ეტაპზე 35 ადგილობრივია დასაქმებული.
გარდა იმ 8 ჰექტარისა, რომელიც უკვე გამზადებულია და სადაც ვაზის პირველ ნერგებს დარგავენ, წელს ტერასების აღდგენას დაახლოებით 5 ჰექტარ ფართობზე გეგმავენ.

მესხურ ტერასებზე წელს პირველი ვენახი გაშენდება

ჯამში მესხური ტერასები 23 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ისტორიული ტერასების აღდგენა 2012 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო, თუმცა მალევე გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომიდან, ტერასების აღდგენა მესხმა მეღვინემ, გიორგი ნათენაძემ, ორ ბიზნესპარტნიორთან ერთად დაიწყო. წამოწყებაში, რომელმაც ამ კუთხეში ღვინის ტურიზმის განვითარებასაც უნდა შეუწყოს ხელი და ეკონომიკურ წინსვლასაც, ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია იდება.

ისტორიული მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე მევენახეობა უხსოვარი დროიდან იყო განვითარებული. ხიზაბავრის ვენახები მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ე.წ ტერასებზე იყო გაშენებული. ტერასებს ადგილობრივები „დარიჯებს“ უწოდებდნენ. ეს იყო მთის ფერდობზე ნაშენი ქვის კედლები, რომლის შენება განპირობებული იყო რელიეფური პირობებით. ტერასები იცავდა ფერდობებს ჩამორეცხვისგან და ამავე დროს ხელს უწყობდა მებაღეობისა და მევენახეობის განვითარებას.

ამ ადგილს, დროთა განმავლობაში, ვენახები უწოდეს. ვენახები ზღვის დონიდან 1200-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის ფერდობი, სადაც თოვლი არასოდეს არ დევს, დილით დადებულ თოვლს, რა სიმაღლისაც არ უნდა იყოს, შუადღის მზე ადნობს.

იხილეთ "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ 2015 წლის შემოდგომით მომზადებული მასალა



[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხიზაბავრაში ვაზის დასარგავად ემზადებიან
ასპინძაში მესხური ტერასების აღდგენა შეჩერდა
მესხურ ტერასებზე ვაზის დარგვა იწყება
პრემიერ მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
მესხეთში ტერასულ მევენახეობას აღადგენენ [Video]
400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება
მესხურ ტერასებზე პირველი ვაზი პრემიერმა დარგო