FM97.5 / LIVE

აწყურში ნახევარმილიონზე მეტი დაიხარჯა, სოფლის ნაწილს კი ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.10.2018
სოფელ აწყურში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წყლის პრობლემების გადასაჭრელად ხუთი პროექტი განხორციელდა და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა თითქმის სოფლის ნახევარს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება.

აწყურში ნახევარმილიონზე მეტი დაიხარჯა, სოფლის ნაწილს კი ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება
ახალციხეში, სოფელი აწყური წყლით ორი ძირითადი სათავე ნაგებობიდან „ხულევა ხევიდან“ და „ველის წყლიდან“ მარაგდება. 2014 წლიდან დღემდე ორივე მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა.

პირველი პროექტის ფარლგებში დაზიანებული მაგისტრალის დემონტაჟი განხორციელდა და წყლის გამანაწილებლებზე დაერთებული სხვადასხვა დიამეტრის მქონე მილები ერთი დიამეტრის მქონე მილებით შეიცვალა. ამისთვის ბიუჯეტიდან 31 480 ლარი დაიხარჯა.

ორი წლის შემდეგ აწყურში წყლის პრობლემების გადასაჭრელად კიდევ ორი პროექტი განხორცილდა. ერთი „ველის წყლის“ სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა. ასევე, აქ არსებული სათავე ნაგებობის ზემოთ კიდევ ერთი ახალი სათავე ნაგებობა დაემატა. ხოლო მეორე პროექტი, ორივე სათავე ნაგებობაზე ძველი მაგისტრალური მილების ახლით შეცვლას გულისხმობდა. ორივე პროექტისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 245 741 ლარი გაიწერა.

მიუხედავად დამატებული სათავე ნაგებობებისა და შეცვლილი მაგისტრალისა, აწყურში წყლის პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან 268 404 ლარის გამოყოფა 2017 წელსაც მოუწიათ. ამჯერად პროექტი სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობას, ასევე „ციხის უბანსა“ და „რკინიგზის უბანში“ შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაობს გულისხმობდა.

დახარჯული ასობით ათასი ლარის მიუხედავად აწყურში თითქმის მოსახლეობის ნახევრისთვის არაფერი შეცვლილა. მათ ვინც სასმელ წყალს „ველის წყლებიდან“ იღებს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება.

„უვარგისი წყალია, არანაირი გაფილტვრა არ აქვს. ამ წყალში თევზს, რომ ჩასვამ ნახევარ საათში კვდება“, – ამბობს აწყურში მცხოვრები გიორგი სააკიანი, რომელსაც წყალი „ველის წყაროებიდან“ მიეწოდება.

მდგომარეობა რომ არ შეცვლილა ამაზე საუბრობს მის მეზობლად მცხოვრები მარგარიტა წიქვაძეც: „ველის წყალი“ მოგვეწოდება ჩვენ, ოღონდ ხან მოდის და ხან არა. როცა მოდის ბინძურია. მივაკითხეთ გამგებელს, შეგვპირდა გაგიკეთებთო, ამოვიტან ცემენტს, ქვიშას და მოგიგვარებთო, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა, როდის გააკეთებენ არ ვიცი“.

სოფელში დღეს, პირველ ოქტომბერს წყლის კიდევ ერთი პროექტი სრულდება. თუმცა, ის „ველის წყლის“ სათავე ნაგებობასა და სისტემას არ ეხება. ამიტომ მათთთვის ვინც „ველის წყლით“ სარგებლობს არაფერი შეიცლვება. პროექტი გაღმა აწყურში, „ციხის უბნისა“ და „რკინიგზის უბნის“ მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას ითვალისწინებს და ამისთვის 107 300 ლარი იხარჯება. მის ფარგლებში, თისელის მთაში, „ხულევის ხევში“ არსებული წყაროები კაპტაჟების საშუალებით შეირკიბება. ამის გარდა პროექტით მოეწყო წნევის ჩამქრობი ჭები და დაზიანებული მაგსიტრალური მილსადენი შეიცვალა.

„პირუტყვი არ სვამდა იმ წყალს, ჩვენ რომ წყალი გვქონდა. სოფელში ვცხოვრობთ მაგრამ წყალს ვყიდულობდით. ეს არ იყო კარგი გაკეთებული საქმე, ჯერ გააკეთეს შიდა ქსელები და მერე გააკეთეს სათავე ნაგებობა. სამი დღეა რაც წყალი დასუფთავდა. აბანოები, ონკანები დალუქულია ნაგვისგან“, – ამბობს გაღმა აწყურში, „ციხის უბანში“ მცხოვრები დოდო პლაჭიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აწყურში „ველის წყლის“ სათავე ნაგებობაზე მოწყობილი ავზები თავღიაა. ადგილბორივები ყვებიან, რომ აქედან წამოსული წყალს ხშირად ბალახებთან და ფოთლებთან ერთად ქვეწარმავლებიც კი მოყვება.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში, იმ რეზერვიუარს გააკეთებენ, საიდანაც სოფელს დაბინძურებული წყალი მიეწოდება
აწყურში სასმელი წყლის პრობლემა, სავარაუდოდ, მეექვსე ცდით  მოგვარდება
აწყურის რწმუნებული: ბასეინების ხუფები მოიპარეს და წყალი იმიტომ ბინძურდება
აწყურში წყლის სისტემას მოაწესრიგებენ
როგორია ურავლის სათავე-ნაგებობა, საიდანაც ახალციხე წყლით მარაგდება [ფოტო]
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში
აწყურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს