FM97.5 / LIVE

აწყურის რწმუნებული: ბასეინების ხუფები მოიპარეს და წყალი იმიტომ ბინძურდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.09.2018
აწყურში მერის წარმომადგენელი რომან გორგაძე ამბობს, რომ სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე ფილტრებსაც აღადგენენ და ავზებსაც გაწმენდენ.

აწყურის რწმუნებული: ბასეინების ხუფები მოიპარეს და წყალი იმიტომ ბინძურდება

რომან გორგაძე „სამხრეთის კარიბჭეს“ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც რედაქციამ აწყურში სასმელი წყლის პრობლემაზე სტატია გამოაქვეყნა: „ბასეინების ხუფები მოიპარეს და წყალი იმიტომ ბინძურდება. ფილტრებიც ძველია, კომუნისტების დროინდელი და ახლა უნდა აღვადგინოთ, რომ სუფთა წყალი მიიღოს ხალხმა. ეს სათავე ნაგებობაც 1972 წელსაა აშენებული და იმის მერე რემონტი არ ჩატარებია“.

მისი თქმით, სასმელი წყლის პროექტის განხორციელება თისელში იგეგმება და იმ პროექტის ფარგლებში აწყურში მოსახლეობის ნახევარიც მომარაგდება: „სოფლის გამოღმა ნაწილში კი წყლის პროექტი შარშან განხორციელდა“.

შეკითხვაზე რას გულისხობდა აღნიშნული პროექტი გორგაძემ გვიპასუხა, რომ ახალი დანიშნულია და დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

აწყურში სასმელი წყლის ავზები, საიდანაც სოფელი მარაგდება თავღიაა. ამიტომ როგორც ადგილობრივები ამბობენ, წყალი დაბინძურებულია და ხშირად ონკანში ტალახსა და ფოთლებს ქვეწარმავლებიც კი მოყვება. მათივე თქმით, ამის გამო მილები გაჭედილია და მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. აწყურში მილებისა და ავზების გაწმენდას, ასევე წყლის რეზერვუარებისთვის სახურავების გაკეთებას ითხოვენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს ახალციხის მერიიდან წერილობით ელოდება.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში სასმელი წყლის პრობლემა, სავარაუდოდ, მეექვსე ცდით  მოგვარდება
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში
აწყურში, იმ რეზერვიუარს გააკეთებენ, საიდანაც სოფელს დაბინძურებული წყალი მიეწოდება
აწყურში ნახევარმილიონზე მეტი დაიხარჯა, სოფლის ნაწილს კი ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება
აწყურში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აწყურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება