FM97.5 / LIVE

შსს–მ ძიება დაიწყო – რა მოხდა ახალქალაქის საოლქო კომისიაში

მთავარისიახლე, სამართალი, არჩევნები 28.09.2018
ახალქალაქის საოლქო კომისიის წევრი გაერთიანებული ოპოზიციიდან ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარესთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ქართულად საუბარი მოსთხოვა. თავმჯდომარე მომხდარს პროვოკაციად აფასებს. ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო.

შსს–მ ძიება დაიწყო – რა მოხდა ახალქალაქის საოლქო კომისიაში

თეონა ჭალიძე ამბობს, რომ იგი N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ორი კვირის წინ დაინიშნა. ამ პერიოდის განმავლობაში კი მას საჯარო ინფორმაციაზე ოლქში წვდომა არ ჰქონდა: „არც უბნების გახსნის დღესთან დაკავშირებით ჩამაყენეს საქმის კურსში. 26–ში გახსნეს მალულად. რამდენჯერაც მქონდა ამ ქალბატონთან [ჰასმიკ მარანგოზიანთან ს.კ] შეხება, იმდენჯერვე აგრესიულად იყო განწყობილი. თავიდან ბოლომდე იგნორირებას უკეთებდა ჩემს ყველა ნათქვამს, შეკითხვას და მოსაზრებას“.

ჭალიძის თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე მას შემდეგ მივიდა, რაც მან მარანგოზიანს ქართულ ენაზე საუბარი და სხდომების ასევე, ქართულ ენაზე წარმათვა განცხადებით, ოფიციალურად მოსთხოვა.

„ოლქში 10:00 საათზე მივედი, გაერთიანებული ოპოზციის წარმომადგენელთან არტურ მკონიანთან ერთად, ის იმიტომ წავიყვანე, რომ ჩემთვის გადაეთარგმნა რაზეც კომისიის წევრები ისაუბრებდნენ. მარანგოზიანს არ ესიამოვნა და არტურს უთხრა: რატომ დაყვები, მარტო ვერ მოვაო?! ამაზე არაფერი მითქვამს. შემდეგ ის ოთახი დაგვატოვებინა, სადაც კომისიის წევრები იყვნენ შეკრებილები, ჩემი კაბინეტიაო და ერთ პატარა ოთახში გაგვიყვანა, სადაც კომპიუტერი გამართულად არ მუშაობდა. გაგვაფრთხილა აქ ფული და პირადი ნივთები გვაქვს და არ მოიპაროთო, მაშინვე დავტოვეთ ოთახი, მივხვდი რომ პროვოკაციას გვიწყობდა“, – გვიყვება ჭალიძე.

მისივე თქმით, მარანგოზიანი კომისიის სხვა წევრებს მასთან ქართულად საუბარს უკრძალავდა: „მიუხედავად ყველაფრისა გავაგრძელე მუშაობა და მდივანს ვუთხარი გაემზადებინა ჩემთვის ინფორმაცია 26 სექტემბრს საარჩევნო უბნებნებში არჩევნების შესახებ. მარანგოზიანმა არ მისცა მათ უფლება, რომ ჩემთვის ქართულად ეპასუხათ, ყვიროდა. ამოვიღე ტელეფონი უნდა გადამეღო ცესკოში მტკიცებულების წარსადგენად. მან ხელისკვრით გამომაგდო ოთახიდან და გამითიშა ტელეფონი. შემდეგ შევბრუნდი განცხადება დავწერე, ავღწერე სიტუაცია, ვინაიდან მე სრულფასოვნად არ ვფლობ რუსულ და სომხურ ენებს, შესაბამისად საარჩევნო ტერმინოლოგია ჩემთვის გაუგებარია, ამირომ კიდევ ერთხელ მოვითხოვე ქართულად ესაუბრათ. დავარეგისტრირე განცხადება, ამის შემდეგ მომვარდა ჰასმიკი დამეჯაჯგურა ტანსაცმელზე, მიმიყვანა კარებთან, სახეზე ხელით მომაწვა და მიმატრიალა. ისე გამგელებული აწვებოდა კარებს, რომ ფრჩხილით თითიც კი გამიკაწრა“.

მარანგოზიანი მომხდარს პროვოკაციად აფასებს. მისი თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჭალიძე იტყუება, რადგან ოლქში სხდომები ქართულად მიმდინარეობს და პარალელურად ითარგმნება სომხურადაც, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის შინაარსს ყველა წევრი ვერ გაიგებს: „თეონა რომ მოვიდა ცალკე ოთახის გამოყოფა თეონამ მომთხოვა. ვიფიქრე, რადგან აქაური არ არის და ბევრი საქმეც აქვს, ალბათ ცალკე მუშაობა უნდა–მეთქი, ოთახიც მივეცი და კომპიუტერიც. ეს მისი მოწყობილი პროვოკაცია იყო. ყველას უყვიროდა ილაპარაკეთ ქართულადო. თან ჩემს კაბინეტში ტელეფონით იღებდა, ვუთხარი კანონით აკრძალულია კაბინეტში გადაღება–მეთქი. ისევ დაიწყო ყვირილი პოლიციაში დავრეკავო. მართლაც დარეკა და პოლიციაც მოვიდა“.

ჭალიძემ ამბობს, რომ მას ახალქალაქის რაიონულ პოლიციაში სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მაოდგილე გივი სიხარულიძე ესაუბრა: „მის კაბინეტში დამახვედრეს ცეცხლსასროლი იარაღი, ჩემს წინ განთავსებული იყო პისტოლეტი, ასევე ცეცხლსასროლი ავტომატი და მჭიდები, რამაც ჩემზე ნეგატიური გავლენა იქონია. ეს ყველაფერი გადავიღე და რეაგირებისთვის დავრეკე გენერალურ ინსპექციაში. ამის შემდეგ დამიკითხეს და მოგვიანებით წამიყვანეს ახალციხის პოლიციაში, სადაც ექსპერტიზაზე ჩემი ქურთუკი ამოიღეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სსკ-ის 162 პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

რაც შეეხება კაბინეტში განთავსებულ საბრძოლო მასალას უწყებაში აცხადებენ, რომ „პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის სამუშაო ოთახში სამსახურეობრივი საშტატო იარაღის არასაბრძოლო მდგომარეობაში არსებობა არ სცდება უფლებამოსილების და ეთიკის ნორმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეტყობინებაზე დანაშაულის, ან სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო მოკვლევას არ დაიწყებს“.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განგვიმარტეს, რომ ორგანიზაცია შსს–ს გამოძიების დასრულებას დაელოდება და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის ზომებს: „ჯერ სამინსიტრომ უნდა დაასრულოს ფაქტის შესწავლა“.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირიპირება გუშინ, 27 სექტემბერს მოხდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საოლქო კომისიის წევრი:‘თავმჯდომარემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა’
ახალქალაქის სასამართლომ ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა
‘თავმჯდომარემ კაბინეტიდან თმით გამომათრია’ – ახალქალაქის საოლქოში პოლიცია გამოიძახეს[Video]
კვირის აქცენტი: ახალქალაქის საოლქო კომისიის საქმე [Video]
ენმ ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
ენმ ახალქალაქში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ინციდენტით დასრულდა