FM97.5 / LIVE

ახალციხეში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.09.2018
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში, ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ახალციხეში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

დაღუპულთა მემორიალთან ომის მონაწილეები, სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„დღეს მართლაც ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ვაჟკაცებს, რომლებმაც ყველაზე მთავარი, სიცოცხლე დათმეს სამშობლოსთვის. რამდენი 25 წელიც არ უნდა გავიდეს ჩვენ ამ ტკივილს და იარას ვერ მოვიშუშებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენი სამშობლო ისევ ერთიანი იქნება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად ივლიტის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარმა იოანემ პარაკლისი გადაიხადა.

„ბოლო შეტევა, რომ მოიტანეს სოხუმზე, ადიგენელ ბიჭებთან ერთად იქ ვიყავი. აქედან გაგვატანეს ხალხის შეგროვებული პროდუქტი და ის ჩავიტანეთ. მძიმე ტექნიკა და არტილერია ყველაფერი გამოყვანილი იყო უკვე ქალაქიდან და მხოლოდ ავტომატებით ვიცავდით თავს. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადი და ერთი თვე ვერ შეძლეს სოხუმის აღება ბოლოს მაინც დაეცა“, – ამბობს ვეტერანი დავით ფეიქრიშვილი.

აფხაზეთის ომში სამცხე–ჯავახეთიდან 14 ჯარისკაცი დაიღუპა.

ახალციხეში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

ახალციხეში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

ახალციხეში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს
27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს
როგორ გაიხსენეს სამცხე–ჯავახეთში  სოხუმის დაცემის დღე
სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა – ახალციხეში გმირები გაიხსენეს