FM97.5 / LIVE

'ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა' – ახალციხეში 'ევროპის დღე' საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა, განცხადებები 28.09.2018
29 სექტემბერს, ახალციხეში ევროპის დღე აღინიშნება. ახალციხის ციხე ერთი დღით "ევროსოფლად" გადაიქცევა და თითოეულ სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობით ევროკავშირში მოგზაურობა შეეძლებათ.

'ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა' – ახალციხეში 'ევროპის დღე' საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება [R]

ევროპის დღე ყოველ წელს "შუმანის დეკლარაციის" იუბილესთან დაკავშირებით აღინიშნება. 1950 წელს, რობერტ შუმანმა (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) გააჟღერა იდეა, რაც ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას გულისხმობდა. ომის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნების გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის შექმნას, რომელიც დღეს 28 სახელმწიფოს 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და უკვე 60 წელია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.

წლევანდელი ღონისძიების თემა "ჩვენი მრავალფეროვანი ევროპაა", რომელიც ევროპის ქვეყნების განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს. თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.

თამაშები და გასართობი ღონისძიებები


"ევროპის დღის" აღსანიშნავად ორგანიზატორები ყოველ წელს სიახლეებით დატვირთული ღონისძიების შექმნას ცდილობენ. წლევანდელი საზეიმო დღე განსაკუთრებულია იმითაც, რომ ღონისძიებები მორგებულია როგორც უფროსი, ისე უმცროსი ასაკის მოქალაქეებისთვის, რაც "ევროპის დღის" საზეიმო ცერემონიალს კიდევ უფრო სახალისოს, საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის ახალციხის ციხეზე მისული სტუმრებისთვის.

ევროპის დღეზე გაიმართება თამაში - მოგზაურობის სიმულაცია, რომელშიც ღონისძიების ყველა სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. საინფორმაციო კარავში მიიღებს პასპორტს, 19 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დროშით და ევროკავშირის, EUMM და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ლოგოებით. თამაშის წესების მიხედვით, პასპორტის მფლობელი უნდა ესტუმროს თითოეულ მათგანს, გასცეს მარტივ კითხვებზე პასუხი და მიიღოს ბეჭედი თითოეული დროშისა და ლოგოს გვერდით. ყველა ბეჭდის შეგროვების შემთხვევაში პასპორტს სპეციალურ "პრიზების კარავში" წარადგენენ და პრიზსაც მოიპოვებენ.

უფროსი ასაკის სტუმრებს საშუალება ექნებათ ევროკავშირის ისტორიას გაეცნონ. ასევე გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბავშვებისთვის კი საკლათბურთო შეჯიბრი და გამარჯვებულ გუნდის წევრებს პრიზები გადაეცემათ. ასევე მოეწყობა სხვადასხვა თამაშები და წარმოდგენები პატარებისთვის.

ევროკავშირის პროგრამების პრეზენტაცია ერთ სივრცეში

ევროპის დღის საზეიმო აღნიშვნის ფარგლებში სტურმებს იმ პროგრამებსაც გააცნობენ, რომლებიც წლებია საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მათ შორის – "ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამა", "ადამიანის უფლებები ყველასათვის", "განათლება დასაქმებისათვის", "ევროკავშირი ბიზნესისათვის" და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა“. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სტუმრებს თამაშის ფორმატში ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის წესებსაც აუხსნიან.
გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ევროპის დღეები უკვე მოეწყო თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ლაგოდეხში. შემოდგომაზე კი ახალციხის გარდა ევროპის დღეები ბათუმსა და მარნეულშიც გაიმართება.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12 საათზე დაიწყება, 13:00 საათზე ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნება და სხვადასხვა სახალისო ღონისძიებებით გაგრძელდება. 14:00 საათზე კი ქუჩის კალათბურთის ტურნირი დაიწყება.

აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლება, დასწრება უფასოა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 'ევროპის დღე' აღინიშნა
ახალქალაქში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
12 მაისს სამცხე – ჯავახეთს ევროკავშირის ელჩი ესტუმრება
ახალქალაქში ევროპის დღეები აღნიშნეს
ახალციხეში ევროპის კვირეული გაიხსნა
ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა
'ევროპის დღე 2018' [Photo]