FM97.5 / LIVE

რეწვის სახელოსნოების ფესტივალს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები სტუმრობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.09.2018
‘ახალციხის ციხეზე’ რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს, სხვადსხვა რეგიონიდან ტურისტული კომპანიის 43 წარმომადგენელი სტუმრობს.

რეწვის სახელოსნოების ფესტივალს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები სტუმრობენ
‘ახალციხის ციხის’ ტერიტორიაზე ზედა და ქვედა ნაწილში, უკვე მეორე დღეა რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

დღეს, 15 სექტემბერს ფესტივალს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ტურისტული კომპანიის 43 წარმომადგენელი ესტუმრა, რომლებმაც რეწვის სახელოსნოები დაათვალიერეს და ოსტატების ნამუშევრებს გაეცვნენ.

„მათი სურვილია რეწვის ოსტატებთან შეხვედრა. ისინი, გაცვალიან კონტაქტებს და ეს ყველაფერი სამომავლოდ ტურისტული ტურების დაგეგმვისას დაეხმარებათ. გარდა ამისა, მათთან ცალკე შეხვედრები ჩვენც გვექნება და ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, რა სახით შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაცია“,–გვითხრა ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზაზა თამარაშვილმა.

რეწვის სახელოსნოების ფესტივალი ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენების პარალელურად, რეწვის ოსტატები სხვადასხვა ხელნაკეთის შექმნაში სადემონსტრაციო მასტერკლასებს მართავენ.

ფესტივალში მონაწილეობას, საქართველოს რეგიონების გარდა რეწვის ოსტატები თურქეთიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან იღებენ.

ფესტივალს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი მუზეუმი, ასევე, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, ახალციხის მერიასა და ახალციხის ციხესთან თანამშრომლობით ატარებენ.

ფესტივალის მიზანია, ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია, ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა და ციხის ტერიტორიაზე, რეწვის სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით, ისტორიული ძეგლის ახალი ფუნქციით დატვირთვა და ვიზიტორების მოზიდვა.

რეწვის სახელოსნოების საეთაშორისო ფესტივალი ხვალ, 16 სექტემბერს დაიხურება.

რეწვის სახელოსნოების ფესტივალს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები სტუმრობენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი [Photo]
28-30 ივნისს, ახალციხეში ‘რეწვის სახელოსნოების ფესტივალი’ გაიმართება [R]
ახალციხის ციხეზე 80 რეწვის ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი [Video]
ტრადიციული რეწვის ფესტივალი ახალციხის ციხეზე დასრულდა [ფოტო]