FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2019
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი, დიმიტრი ერმაკოვის და შალვა ლეჟავას ფოტოგამოფენით გაგრძელდა. 21:30 საათზე შოთა საგანელიძის ვიდეო ინსტალაცია გაიმართება.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

ფესტივალის გახსნას, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ახალციხის მერი, მხარის გუბერნატორი და USAID - ის მისიის დირექტორი დაესწრნენ.

„ფანტასტიკური ფესტივალია, რომელსაც მხარს რამდენიმე მიზეზის გამო ვუჭერთ. პირველი ისაა, რომ სამცხე-ჯავახეთი სპეციფიკური იდენტობის მატარებელია, ეს კი იდეალური შესაძლებლობაა რეგიონის მიმზიდველობის გასაზრდელად. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს“. - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

ციტადელის საგამოფენო დარბაზში დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოებია გამოფენილი, რომელშიც 19 საუკუნის სამცხე-ჯავახეთია ასახული.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

ციტადელის მესხურ დარბაზში კი ქართველი ფოტოგრაფის, შალვა ლეჟავას ფოტოგამოფენაა სახელწოდებით „სამცხე-ჯავახეთის საცხოვრებლები - მემკვიდრეობა საფრთხეში“.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

დღეს, ფესტივალის პირველი დღე 21:30 საათზე შოთა საგანელიძის ვიდეო ინსტალაციით დაიხურება.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]
28-30 ივნისს, ახალციხეში ‘რეწვის სახელოსნოების ფესტივალი’ გაიმართება [R]
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
ტრადიციული რეწვის ფესტივალი ახალციხის ციხეზე დასრულდა [ფოტო]
რეწვის სახელოსნოების ფესტივალს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები სტუმრობენ
ახალციხის ციხეზე 80 რეწვის ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი [Video]
ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს