FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2019
დღეს, 28 ივნისს ახალციხის ციხეზე სამდღიანი „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ დაიწყო. ფესტივალში ათამდე ქვეყნის 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი მონაწილეობს.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

„ტრადიციული რეწვა ეკონომიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, ჩვენი მიზანი ამ პოტენციალის წარმოჩენაა. ამ დღეებში ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია ადგილზე ისწავლოს ნივთების დამზადება“, – ამბობს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ხელმძღვანელი, ანა შანშიაშვილი.

ფესტივალის ფარგლებში ტრადიციული რეწვის ოსტატები ღია მასტერ-კლასებს გამართავენ, გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და საჯარო ლექციები. დღევანდელი დღე 22:30 საათზე, იულიუს შტრაუმეს ინსტალაციით, ცენტრალურ მეჩეთზე ქართული ანბანის ნაქსოვი ორნამენტებით პროექციით დასრულდება.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

ნანა სუხაშვილი საგარეჯოს სოფელ გიორგიწმინდიდან არის, მას ვკითხეთ, თუ რატომ აკეთებს უსახო თოჯინებს: "ერთნაირი? პირიქით ყველა განსხვავებულია, რადგან ყველა თოჯინას სხვადასხვა ხასიათი, სხვადასხვა იერი აქვს".

„30 წელია ტრადიციული რეწვის ნიმუშებს ვაცოცხლებ. ფშავური ორნამენტებით ვამზადებ ყველა იმ ნივთს, რასაც ფშაველები იყენებდნენ. რამდენიმე წლის წინ ბუნებრივი საღებავების საწარმოც გავაკეთე, საღებავს ტრადიციული წესით, ბალახებით ვამზადებთ“, – გვითხრა თინა მაყაური–დათაშვილმა.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

აქ გიუმრიდან ჩამოვედი, ქალაქიდან რომელიც ვერცხლის ნაკეთობებით გამორჩეული იყო XIX საუკუნიდან. ტრადიციულ სომხურ ორნამენტებზე მასტერკლასსაც გავმართავ“ – ამბობს არტიომ სარგსიანი.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

„მე და რუსლანი მინაზე ვმუშაობთ, ვქმნით კერამიკულ ნივთებს და აბრეშუმის ნაკეთობებს, რომელსაც ტრადიციული აზერბაიჯანული ორნამენტებით ვაფორმებთ“, – გვითხრა ისლამ ჰაზატოვმა.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

ნინო მისრიაშვილმა ხეზე კვეთა მამისგან ისწავლა, მას შემდეგ ხეში ნივთების დამზადება მისი ძირითადი პროფესიაა: „ეს თასი მე და მამამ ერთობლივად გავაკეთეთ, დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდა, 3500 ლარად ვყიდით“.



ფესტივალში მონაწილეობას იღებს 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]
28-30 ივნისს, ახალციხეში ‘რეწვის სახელოსნოების ფესტივალი’ გაიმართება [R]
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
ტრადიციული რეწვის ფესტივალი ახალციხის ციხეზე დასრულდა [ფოტო]
ახალციხე რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი [Photo]
ახალციხის ციხეზე 80 რეწვის ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი [Video]