FM97.5 / LIVE

'ოცნების შპარგალკებით მოვიდნენ' – რატომ დაატოვებინეს ენმ–ს წარმომადგენელს ახალციხის საარჩევნო ოლქი

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 14.09.2020
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ვახტანგ ქვათაძე აცხადებს, რომ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის N17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის უპარტიო წევრებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეარჩიეს. აღნიშნული საკითხის გაპროტესტების გამო კი სხდომა დაატოვებინეს.

'ოცნების შპარგალკებით მოვიდნენ' – რატომ დაატოვებინეს ენმ–ს წარმომადგენელს ახალციხის საარჩევნო ოლქი
ფოტო: არქივი
N17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სხდომა გუშინ, 13 სექტემბერს გაიმართა. ამ დღეს ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს.

ენმ–ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხდომა მთელი რიგი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. უპარტიო წევრებად ის ადამიანები დაასახელეს, რომლებიც წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ და დიცსიპლინარული გადაცდომებიც ჰქონდათ.

„პროტესტის გრძნობა გამიჩნდა იმ ყველაფერზე რაც სხდომაზე ხდებოდა. ადამიანებს წინა არჩევნებზე დისციპლინარული გადაცდომები ჰქონდათ და ისინი აიყვანეს უპრობლემოდ. წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და ახლა ნეიტრალურ წევრად აირჩიეს. მაგალითად მსგავსი შემთხვევა მოხდა ადიგენის N2 უბანზე“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ვახტანგ ქვათაძე.

მისი განმარტებით, კომისიის წევრები „ქართული ოცნების“ შტაბში შედგენილი სიით ხელმძღვანელობდნენ.

„ჯერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მოხაზავდა, შემდეგ გვერდზე მჯდომი „პატრიოტთა ალიანსი“ იწერდა. ეს იყო ის, რაც გადმოუგზავნა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ შტაბში იყო ეს სიები შედგენილი, ამ ქალბატონებს ჰქონდათ მონიშვნები გაკეთებული. შპარგალკებით მივიდნენ“, - ამბობს ქვათაძე და ამატებს, რომ გაპროტესტების შემდეგ მას დარბაზი დაატოვებინეს.

ახალციხის N37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თეა გავაშელი ქვათაძის დარბაზიდან გაშვების სულ სხვა მიზეზს ასახელებს, მისი თქმით ენმ–ს წარმომადგენელი მათ მუშაობას ხელს უშლიდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

რაც შეეხება ახალი წევრების არჩევას, გავაშელის თქმით, საოლქომ გადაამოწმა და არცერთი მათგანი 2018 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სახელით არ ყოფილან.

„ის ადამიანი გამოთქვამდა პრეტენზიას, ჰქონდა წამოყვირებაც და ხშირად გვეშლებოდა ხელი, „ეს იციან თქვენმა კომისიის წევრებმა, ის იციან?“ – სულ ასე კითხულობდა. თავისი უფლება– მოვალეობები უნდა სცოდნოდა, დაკვირვებოდა, მაგრამ კომისიისთვის მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალა, გავაფრთხილეთ არაერთხელ, ბოლოს გადმოვიდა კომისიის წევრების და ჩემს შეურაცხყოფაზე“, - ამბობს გავაშელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში აცხადებენ, რომ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიიდან სხდომის ოქმს ელოდებიან, მისი შესწავლის შემდეგ გადაწყვეტენ შეიტანენ თუ არა საჩივარს, ვახტანგ ქვათაძე სხდომაზე მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

საოლქო საარჩევნო კომისიებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა 11–დან 15 სექტემბრამდე შეუძლიათ.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
‘ნაცმოძრაობა’: უბანზე მდივნად არჩეული ‘ნაციონალი’ ‘ოცნების’ ზეწოლის შემდეგ შეცვალეს
ვინ არიან ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის წევრები
ახალციხეში საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა