FM97.5 / LIVE

საუბნო საარჩევნო კომისიებმა დღეს პირველი სხდომები გამართეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 20.09.2017
დღეს, 20 სექტემბერს, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა, რომელზეც კომისის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს. დღესვე, საუბნო კომისიებმა, იმ უბნის ამომრჩეველთა ერთიანი სიები მიიღეს.

საუბნო საარჩევნო კომისიებმა დღეს პირველი სხდომები გამართეს

N39–ე ახალციხის საარჩევნო ოლქის, N12 აგარის უბანზე, პირველი სხდომა დღეს დილით, 10:00 საათზე დაიწყო. სხდომას 13–დან 11 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 15 წუთს გაგარძელდა, თავმჯდომარედ ტარიელ ბუხრიკიძე აირჩიეს, მოადგილედ მამუკა ხუციშვილი, მდივნად კი ნათია კარელიძე აირჩიეს.

ხუციშვილის განმარტებით, პირველ სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არ დასწრებიან, მაგრამ: „ამას სხდომის ჩატარებისათვის ხელი არ შეუშლია, სატელეფონო კავშირი შედგა მათთან და ისე მივიღეთ თავმჯდომარის დანიშვნაზე თანხმობა“.

სხდომის დასრულების შემდეგ, საუბნო კიმისიას, საარჩევნო ოლქმა ამომრჩეველთა ერთიანი სია და არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ინვენტარი გადასცა.

კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველთა სია შენობის თვალსაჩინო ადგილზე უკვე გამოიკრა. კომისიის წევრების განცხადებით, ამ დროისათვის აგარის საარჩევნო უბანს 1404 ამომრჩეველი ჰყავს, თუცა, ჯერ ამომრჩევლებმა საკუთარი მონაცემები უნდა გადაამოწმონ და შესაძლოა სიაში რამე შეიცვალოს.

20 სექტემბრის მონაცემებით, ახალციხის საარჩევნო ოლქში, 34 367 ამომრჩეველია; სამცხე–ჯავახეთში კი 145, 302.

სარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩვენების დღემდე საარჩევნო უბნები არ დაიხურება და ყოველ დღე კომისიის წევრები იმორიგევებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
საარჩევნო უბნებში პირველი სხდომა იმართება
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 212 უბანი გაიხსნება