FM97.5 / LIVE

რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთს ნაგვის ურნების დამატება სჭირდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 05.09.2018
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს რეგიონული განვითარების სამინისტროდან 1 100 ურნა გადაეცათ. მუნიციპალიტეტმა ურნები გასულ წელს სესხითაც იყიდეს. მიუხედავად ამისა რეგიონში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები მაინც არასაკამარისია.

რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთს ნაგვის ურნების დამატება სჭირდება

სამცხე-ჯავახთის მუნიციპალიტეტებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან“ მიღებული კონტეინერები ქალაქებსა და სოფლებში უკვე გადაანაწილეს.

ახალციხეში 200 ურნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეტაპობრივად განაწილდა. მათ შორის, დაახლოებით, 100 ურნა ქალაქის ქუჩებში განთავსდა: „მიმდინარე წელს 5 ურნა ჩამოვწერეთ, აქედან 4 ლითონის და 2 პლასტმასის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დამატებით კიდევ 100 ახალი ურნა გვჭირდება“, – აცხადებენ ახალციხის მერიაში.

ურნების დამატება სჭირდებათ ადიგენში, ნინოწმინდაში, ბორჯომსა და ახალქალაქშიც.

ადიგენმა წელს სამინისტროდან 150 ახალი ურნა მიიღო, თუმცა, როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, დამატებით კიდევ 150 ურნის შეძენა სჭირდებათ: „არცერთი ძველი ურნა ხმარებიდან არ ამოგვიღია, რაც გვაქვს ყველას ვიყენებთ“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს სამინისტროდან 200 ახალი ურნის მიღებამდე სულ 120 ურნა ჰქონდა. მერიაში ამბობენ, რომ ახალი ურნებით ძველი არ ჩაუნაცვლებიათ, რადგან მუნიციპალიტეტში ურნა ისეც ბევრ ადგილზე სჭირდებოდათ. ამ დროისთვის ნინოწმინდაში, ჯამში, 356 ნაგვის ურნა დგას. მათ შორის 36 მერიამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შეიძინა, თუმცა, როგორც თვითმმართველობაში ამბობენ, 200 კიდევ სჭირდებათ.

ურნების რაოდენობა საკმარისი არც ახალქალაქშია. აქ სამინისტროდან 300 ახალი პლასტმასის ურნა მიიღეს, მათ შორის 160 ქალაქში, 42 კი ახალციხე-ბაკურიანი-ნინოწმინდა-კარწახის მიმართულებით გზებზე განლაგდა.

„ახალქალაქში კიდევ 1 350 დიდი ურნა გვჭირდება, ოღონდ ეს მომავალში ნაგვის სეპარირებისთვის. გათვლილია თუ რა რაოდენობის ნარჩენი უგროვდება ერთ ადამიანს დღეში და საჭირო ურნების რაოდენობაც დათვლილი ამის მიხედვით გვაქვს“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

200 ახალი რკინის ურნა სჭირდებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტში. საკურორტო ქალაქს წელს სამინისტროდან 250 ცალი ურნა გადასცეს. როგორც მერიაში განმარტავენ აქედან 150 ბორჯომის ქუჩებში, 57 ბაკურიანში და 25 წაღვერში დადგეს.

რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის ასპინძა ერთადერთია, სადაც ნაგვის ურნების რაოდენობა საკმარისია. აქ ჯამში 280 ურნა ირიცხება, მათ შორის 100 რეგიონული განვითარების სამინისტროდან წელს მიიღეს და ისევე, როგორც დაბაში, სოფლებშიც გაანაწილეს. მერიამ მუიციპალიტეტის მასშტაბით წელს 20 ძველი ურნა ჩამოწერა.

გასულ წელს, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან 10–წლიანი სესხი აიღო. ამ სესხით თითო მუნიციპალიტეტმა ნაგვის მინიმუმ 100 ურნა და ასევე ნაგავმზიდი მანქანები შეიძინა.

ნინოწმინდას ვალი 419 566 ლარი ერიცხება, აქედან მუნიციპალიტეტს 33 758 ლარი უკვე დაფარული აქვს. ასპინძის ვალი 524 132 ლარია და ამ დროისთვის დაფარული 33 758 აქვს. ადიგენის მიერ აღებული სესხის ოდენობა 588 992 ლარს შეადგენს, აქედან 37 935 მუნიციპალიტეტს გადახდილი აქვს. ბორჯომმა 10 წელიწადში 588 889 ლარი უნდა გადაიხადოს და ჯერ 37 935 დაფარა. ახალქალაქის ვალი 640 000 ლარია, მერია გადახდას 2020 წლიდან დაიწყებს. ახალციხის მერიის დავალიანება კი 1 269 295 ლარს შეადგენს. მუნიციაპლიტეტმა გადახდა მიმდინარე წელს დაიწყო და ამ დროისთვსი დაფარული 81 752 აქვს.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ნაგვის ურნა დაიწვა
ახალციხეში ნაგვის ახალი ურნა დაიწვა
ახალციხეში ნაგვის კიდევ ერთი ახალი ურნა დაიწვა [Photo]
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
ახალციხის სოფლებისთვის 200 ნაგვის ურნა შეიძინეს
ასპინძაში ნაგვის ახალი ურნები დადგეს
ბორჯომის ქუჩებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს