FM97.5 / LIVE

სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.03.2017
მესხეთის მუნიციპალიტეტებში, გარდა ახალციხის თემისა, სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები მესამე თვეა უმოქმედოდ დგას.

სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევა

ადიგენში, ბორჯომსა და ქალაქ ახალციხეში ახალი ნაგავმზიდები ჯერ ისევ გაჩერებულია. ასპინძის მუნიციპალიტეტში ორივე ახალი ნაგავმზიდი მუშაობს, თუმცა ისე, რომ ტექნიკური პასპორტები ჯერ გაკეთებული არ აქვთ.

„ჩვენ არ გვყავდა მანამდე ნაგავმზიდი და ამიტომ ორივეს ვიყენებთ უკვე. ნებართვა აღბული გვაქვს, ტექნიკური პასპორტები ამ დრომდე რატომ არ გაკეთდა არ ვიცი“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ დასუფთავების სამსახურის უფროსი ნუგზარ
ელიზბარაშვილი.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ დასუფთავების სამსახურის უფროსი სოსო რეხვიაშვილი ამბობს, მანქანების ნომრები უკვე აღებული აქვთ: „ხელშეკრულებებიც გაფორმდება და პირველი აპრილიდან ექსპლუატაციაში შევა“.
პირველი აპირლიდან დაიწყებს მუშაობას ახალი ნაგავმზიდები ბორჯომშიც: „ტექნიკური პასპორტები უკვე გვაქვს, მანამდე სხვა დოკუმენტებიც მოწესრიგდება“.

ამ დრომდე არ გადასცემია ახალი ნაგავმზიდები ახალციხის მერიის დასუფთავების სამსახურს.

„ჯერ მანქანები ექსპლუატაციაში არ შესულა, ურნებსაც ველოდებით“, – ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი გიორგი ლონდარიძე.

როგორც დასუფთავების სამსახურების უფროსები აცხადებენ, გარდა ბორჯომისა, ამ დრომდე ურნები სხვა მუნიციპალიტეტებს არ მიუღიათ.
„20 ურნა ბაკურიანში უკვე გადავანაწილეთ. დანარჩენებსაც აპრილში განვალაგებთ იქ სადაც საჭიროა“, – ამბობს ააიპ ბორჯომის დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ იობაშვილი.

სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ახალციხის თემმა ახალი ნაგავმზიდები დასუფთავების სამსახურს უკვე გადასცა. ამის შესახებ 10 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის თემმა ნაგავმზიდებისა და ურნებისთივს სესხი 483 021 ლარი აიღო, ბორჯომმა – 463 643 ლარი, ასპინძამ – 431 295 ლარი, ადიგენმა – 154 781 ევრო, ქალაქ ახალციხემ კი 521 814 ლარი.

ვალი მუნიციპალიტეტებმა 10 წელიწადში უნდა დაფარონ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის ახალი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში ორ დღეში შევა
სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ჯერ ექსპლუატაციაში არ შესულა
ახალციხეში სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში შევიდა
ნინოწმინდის გამგეობამ ნაგვის ურნები და ნაგავმზიდები შეიძინა
ნაგავმზიდები ისევ შუა ქალაქში დგას
ბორჯომსა და ბაკურიანს  ორი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წვიმაში აღარ დასველდებიან