FM97.5 / LIVE

ახალციხეში გზების დაგების დროს საკანალიზაციო ჭების ხუფები დალუქეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.09.2018
ახალციხეში ნიკოლაძისა და კლდიაშვილის ქუჩებზე მშენებელმა კომპანიამ ასფალტი საკანალიზაციო ჭების ხუფებსაც დაასხა, ამის გამო ორივე ქუჩაზე პრობლემები შეიქმნა.

ახალციხეში გზების დაგების დროს საკანალიზაციო ჭების ხუფები დალუქეს
ნიკოლაძის ქუჩა


„ასფალტის დაგების შემდეგ ჭაზე მანქანამ რომ გადაიარა, იმ ადგილზე გზამ ჩაიწია და ხუფი ქვევით ჩავარდა, სასმელი წყლის მილს დაეცა და დააზიანა. ამიტომ კანალიზაცია სასმელ წყალს შეერია. მერე მილები გააკეთეს, მაგრამ ჭას სახურავი აღარ აქვს, ჟეშტია დაფარებული და გვეშინია ბავშვები არ ჩავარდნენ“, – გვიყვება კლდიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები როზა ზაზაძე.

ნიკოლაძის ქუჩაზე ასფალტით დალუქული ჭა არ ჩავარდნილა, თუმცა, აქ მისი მოთხრა მოუხდათ.

„კანალიზაცია გაიჭედა და მოანგრიეს, ამიტომ ახალი დაგებული გზის ნაწილიც დაზიანდა. იმის მერე კარგად დალუქული არ არის და ამიტომ სუნი გვაწუხებს ძალიან“, – ამბობს ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები ზეფურ მელქონიანი.

გზის დაგების შემდეგ მოსაწესრიგებელი დარჩა ღია საკანალიზაციო ჭები ქეთევან დედოფლის ქუჩაზეც. აქ ორი ჭიდან ერთთან ასფალტიც არ დაგებულა, მეორესთან კი გზა მოწესრიგდა, თუმცა ჭა სახურავის გარეშე დარჩა. ახლა ორივე მათგანს სამშენებლო მასალა და ქვები აყრია.

ახალციხეში გზების დაგების დროს საკანალიზაციო ჭების ხუფები დალუქესნიკოლაძის, კლდიაშვილისა და ქეთევან დედოფლის ქუჩები 2017 წლის სექტემბერ–ოქტომბერში მოასფალტდა. მაშინ ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1–მა“ ახალციხის 10 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 795 000 ლარი დახარჯა.

„პროექტი ახალციხის მერიას ხარვეზების გარეშე ჩავაბარეთ, რაიმე პრობლემა რომ ყოფილიყო მოგვმართავდა“, – გვითხრეს სამშენებლო კომპანიაში.

რატომ ჩაიბარა მერიამ დალუქული ჭებით პროექტი, ან მიიღო თუ არა ამის გამო მშენებლმა შენივნები, ამ შეკითხვებზე ახალციხის მერიიდან პასუხს ველოდებით.

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ გზის დაგებამდე, ჭების სახურავების გაკეთება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვეს: „ყველას ვუთხარით ვისაც კი ეს ამბავი ეხებოდა, მაგრამ ასფალტის დაგება ისე დაიწყეს, რომ ჭების სახურავების გასაკეთებლად აქ არავინ მოსულა“.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ნიკოლაძისა და ქეთევან დედოფლისა და კლდიაშვილის ქუჩებზე მოსაწესრიგებელ ჭებთან დაკავშირებით მათ „სამხრეთის კარიბჭესგან“ გაიგეს: „ადგილზე მივედით და შევისწავლეთ ეს საკითხი. აღმოჩნდა, რომ კოსტავას ქუჩაც პრობლემურია. ძირითადად ასფალტდგადაგებული საკანალიზაციო სისტემები წარმოადგენს პრობლემას. დავიწყეთ მუშაობა, შეიცვლება ხუფები და სათანადოდ დაილუქება ჭები“.

ახალციხეში გზების დაგების დროს საკანალიზაციო ჭების ხუფები დალუქეს
ქეთევან დედოფლის ქუჩა


[ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ასფალტით დალუქული საკანალიზაციო ჭები მოაწესრიგეს
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე აყრილი ასფალტი ისევ არ დაუგიათ
ახალციხეში გამრეკელის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის
ათონელის ქუჩაზე ერთი თვის დაგებული ასფალტი აყარეს
რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგებისას საკანალიზაციო მილი დაზიანდა
ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს