FM97.5 / LIVE

100%–იანი გრანტი ახალციხეში 16–მა აბიტურიენტმა მიიღო

მთავარისიახლე, განათლება 03.09.2018
რა სპეციალობები აირჩიეს იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში 100%–იანი დაფინანსება მიიღეს.

100%–იანი გრანტი ახალციხეში 16–მა აბიტურიენტმა მიიღო

ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლებიდან უმაღლეს სასწვლებლებში 100%–იანი დაფინანსებით 16 აბიტურიენტი ჩაირიცხა. მათ უმრავლესობას სასწავლებლად არჩეული თბილისში არსებული უნივერსიტეტები აქვთ.

„კავკასიის უნივერსიტეტში პიარის მენეჯერის სპეციალობაზე ჩავირიცხე. ვფიქრობ, რომ ეს მომავლის პროფესიაა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. პიარის სწავლების კუთხით ეს უნივერსიტეტი ერთ–ერთი საუკეთესოა და გამიხარდა, რომ აქ ჩავირიცხე. ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე“, – ამბობს ანანო მოსიშვილი.

ნათია ლომიძე ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა: „ეს ის სფეროა, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენას ყველაზე მეტად შევძლებ და ვფიქრობ, რომ ამ პროფესიას სამომავლოდ დიდი პერსეპქტივაც აქვს. ჯერ არ ვიცი მენეჯმენტის განხრით წავალ თუ ფინანსისტი გავხები“.

დავით ბალიაშვილმა სამედიცინოზე ჩააბარა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე მოვხვდი. ქართულში შედარებით დაბალი ქულა მქონდა და არ ველოდი, რომ 100%–იანში გავიდოდი, მაგრამ სხვა საგნების მაღალი ქულები დამეხმარა სრული დაფინანსების მიღებაში. მომავალში ალბათ კარდეოლოგი, ან პედიატრი ვიქნები“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე მოხვდა ახალქალაქში მცხოვრები მარგარიტა ხასანშინაც: „იურისტობა ძალიან მინდა, ასევე, მინდა რომ თბილისში დავსაქმდე“.

დღეს 3 სექტემბერს, სამცხე–ჯავახეთის გუბენრატორმა ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის ციხეზე 100%–იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, მათ წარმატებები უსურვა და სერთიფიკატებიც გადასცა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლებული ახალგზარდები, რადგან ქვეყნის ძირითადი პოტენციალი განათლებაზე გადის. მინდა, რომ ასევე წარმატებულად გააგრძელოთ სწავლა.ზოგადად ნებისმიერ მარათონში სტარტი მნიშვნელოვანია, თუმცა რბოლა კვლავ თუ არ გააგრძელეთ შედეგი არ იქნება“,–მიმართა ამირანაშვილმა სტუდენტებს.

შეხვედრას 16 სტუდენტი ესწრებოდა, თუმცა, მათ შორის არ იყვნენ ისეთები, რომლებიც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვდენენ. სასწავლებელში ამბობენ, რომ 100%–იანი გრანტის მფლობელი, დაახლოებით, 15 პირველკურსელი იქნება, თუმცა, ჯერ მათი ზუსტი რაოდენობა გარკვეული არაა.

ამ დროისთვის დაზუსტებული არც რეგიონის მასშტაბით 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტების რაოდენობაა . სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ამბობენ, რომ სერთიფიკატს სამცხე–ჯავაეთში მცხოვრები ყველა ის სტუდენტი მიიღებს, ვისაც სასწავლებელში სრული დაფინანსება აქვს.

100%–იანი გრანტი ახალციხეში 16–მა აბიტურიენტმა მიიღო

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები
100–პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები ახალციხიდან
‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან
ვინ არიან ახალციხეში 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები
სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 371 აბიტურიენტი ჩაირიცხა
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა