FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, ორ სოფელში საბავშვო ბაღები აშენდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2018
ახალქალაქის სოფლებში კულიკამსა და ჩუნჩხაში ორი ახალი ბაღი აშენდება, ოთხ სოფელში კი ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ახალქალაქში, ორ სოფელში საბავშვო ბაღები აშენდება

კულიკამსა და ჩუნჩხაში ბაღების მშენებლობისთვის ტენდერებია გამოცხადებული. კულიკამში ბაღის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 175 188 ლარია, ჩუნჩხაში კი ტენდერი 246 800 ლარით კომპანია „ლიკანი 2000–მა“ მოიგო. მან სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ალბერტ ნახატაკიანის თქმით, მომავალი წლისთვის ბაღის მშენებლობა იგეგმება სოფელ გოგაშენშიც: „ამ დროისთვის სოფელ სუნდაში, აზავრეთსა და ბარალეთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარობს. ასევე, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ კარტიკამისა და ხულგუმოს ბაღებსაც“.

ბაღების რეაბილიტაციისათვის თანხა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაა გამოყოფილი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია - რა იგეგმება ახალქალაქში?
ასპინძაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა
ინფრასტრუქტურული პროექტები ახალქალაქში – სად რა კეთდება
ახალი საბავშვო ბაღი ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე აშენდება
წყალთბილაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება