FM97.5 / LIVE

მეწარმეებს პროდუქტის ინტერნეტში განთავსებას ასწავლიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.08.2018
ახალი საპილოტე პროექტის ფარგლებში მეწარმეებს ასწავლიან თუ როგორ უნდა განათავსონ თავიანთი პროდუქტი ინტერნეტში სხვადასხვა პლატფორმაზე.

მეწარმეებს პროდუქტის ინტერნეტში განთავსებას ასწავლიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, დღეს, 13 აგვისტოს ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში ახალი საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ.

პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მის ფარგლებში მეწარმეებისთვის ციფრული წიგნიერებისა და ელექტრონული ბიზნესის შესახებ ტრენინგები ტარდება.

„ჩვენ უკვე წარვადგინეთ ექვს რეგიონში მსგავსი ტრენინგები. მეწარმეები სწავლობენ, როგორ უნდა განათავსონ თავიანთი პროდუქტი ინტერნეტში და დამატებითი მომხმარებლები მოიზიდონ Google-ის, Facebook-ის, Booking.com-ის, Airbnb-ის, Ebay-ის, TripAdvisor-ის და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი პლათფორმების მეშვეობით“, –ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე ჯობავა და ამატებს, რომ პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონებში ელექტრონული კომერციის დონის ამაღლებაა.

პროექტის ფარგლლებში, 15–აგვისტოდან 15–სექტემბრამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კონსულტანტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან დაარეგისტრირონ საკუთარი ობიექტები ინტერნეტ–პლატფორმებზე, შექმნან და მართონ კონტენტი, ასევე, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

ერთი თვის განმავლობაში, კონსულტაციების მიღება მეწარმეებს ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეეძლებათ.

პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, მსურველები მიიღებენ ვაუჩერებსაც, რომლის მეშვეობითაც ისინი სექტემბრიდან ტრენინგებს გაივლიან. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სააგენტო მეწარმეებს უფასო ვებ–გვერდის დამზადებას, ხარისხიანი კონტენტის შექმნას და მაღალსიჩქარიან ინტერნეტში ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს.

მეწარმეებს პროდუქტის ინტერნეტში განთავსებას ასწავლიან

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'აწარმოე საქართველოში' – რას სთავაზობს პროგრამა მეწარმეებს
'მიკრო გრანტები მთის განვითრებისთვის'- პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო მცირე მეწარმეებს
პროგრამა - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მაღალმთიან სოფლებს!®
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ