FM97.5 / LIVE

‘მისაყვედურეს ჟურნალისტები სოფელში შენ ამოიყვანეო’ – რატომ გაუგზავნეს მერს სამადლობელო წერილი ელიაწმინდელებმა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.08.2018
ელიწამინდელები ამბობენ, რომ „სამხრეთის კარიბჭეში“ იმ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც გზის მოხრეშვას ითხოვენ, ადგილობრივებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და რწმუნებული შეხვდნენ. ამის მერე კი სოფელში ბოლო დროს განხორციელებული პროექტებისთვის ელიაწმინდელებმა მერის სახელზე სამადლობელო წერილი დაწერეს.

‘მისაყვედურეს ჟურნალისტები სოფელში შენ ამოიყვანეო’ – რატომ გაუგზავნეს მერს სამადლობელო  წერილი ელიაწმინდელებმა

„სამხრეთის კარიბჭეში“ 31 ივლისს გამოქვეყნებული სიუჟეტის – „ელიაწმინდაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვას ითხოვენ“ – ერთ–ერთი გმირი მურმან კაპანაძე ამბობს, რომ მასალის გამოქვეყნების შემდეგ მას ელიაწმინდის რწმუნებული კახა გელაშვილი შეხვდა: „მისაყვედურა ჟურნალისტები სოფელში შენ ამოიყვანეო, ჟურნალისტებთან შენ იჩივლეო. მე არავინ მომიყვანია, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ დამჭირდება პრეზიდენტსაც ამოვიყვან-მეთქი, ამაზე „ვისპორეთ“ და წავიდა, ხმის ამოღებას ვერავინ დამიშლის და დამაშინებს“.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ ელიწმინდელებს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოსო კაპანაძე და რწმუნებული კახა გელაშვილი რომ შეხვდნენ, ამის შესახებ სოფელში სხვებიც გვიყვებიან.

„ჩემი ქმარი იყო შეხვედრაზე, იქ უსაუბრიათ იმაზე, რაც ბოლო წლებში სოფელში გააკეთეს. ამის გამო ხალხს მადლიერება გამოუხატია, შეხვედრაზე თითქმის მთელი სოფელი ყოფილა“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

ადგილობრივებთან შეხვედრას თავად სოსო კაპანაძე და კახა გელაშვილიც გვიდასტურებენ.

„თვითონ დამირეკეს. მე და კახა მივედით ელიაწმინდაში, ერთმანეთშიც ლაპარაკობდნენ და ჩვენც გვითხრეს, ეს რა მოგვივიდაო, ჩვენ ისე გამოგვიყვანეს თითქოს უკმაყოფილოები ვიყავითო, არადა ბატონმა ზაზამ [ახალციხის მერი] ამბულატორიაც გაგვიკეთა, ბაღიც, გზაც და მთაში ეკლესიებიცო და როგორმე მადლობა უნდა გადავუხადოთო. მერე დაუწერიათ წერილი“.

‘მისაყვედურეს ჟურნალისტები სოფელში შენ ამოიყვანეო’ – რატომ გაუგზავნეს მერს სამადლობელო  წერილი ელიაწმინდელებმაახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ელიაწმინდელების სამადლობელო წერილი 2 აგვისტოს მიიღო: „ბატონო ზაზა სოფელ ელიაწმინდის მოსახლეობა დიდ მადლიერებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ სოფელს ყურადღება მიექცა, გაკეთდა გზები, გაიხსნა საბავშვო ბაღი, დასაქმდა სოფლის მოსახლეობის ნაწილი, ფუნქციონირებს ამბულატორია, სადაც მოსახლეობას შეუძლია მოვიდეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, რაზედაც ხელს ვაწერთ სოფლის მოსახლეობა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ჩამონათვალის მიხედვით, 41 ადგილობრივის ხელმოწერა აქვს.

ელიაწმინდელები ამბობენ, რომ წერილი სწორედ იმ უბანში დაიწერა, რომელშიც გზის მოხრეშვას ითხოვდნენ. ხელმოწერების შესაგროვებლად კი „სამხრეთის კარიბჭის“ სიუჟეტის გმირების ოჯახის წევრები დადიოდნენ: „დეპუტატი და რწმუნებული რაც ამოვიდნენ და დაილაპარაკეს, ხელმოწერების შეგროვება ამის მერე დაიწყეს“.

ელიწმინდაში მცხოვრები ჯამბულ მუზაშვილი აცხადებს, რომ სოფელში მერისთვის სამადლობელო წერილის დაწერის სურვილი ყველას ერთად გაუჩნდა. მიზეზს კი ასე ხსნის: „თქვენს სიუჟეტში, ისე ჩანდა თითქოს სოფელი უმადურია იმით, რაც მერიამ გაგვიკეთა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წერილი დაგვეწერა".

‘მისაყვედურეს ჟურნალისტები სოფელში შენ ამოიყვანეო’ – რატომ გაუგზავნეს მერს სამადლობელო  წერილი ელიაწმინდელებმასიუჟეტში „მერიის მიერ განხორციელებული პროექტები რომ არ ჩანს“ ამაზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის მერი ზაზა მელიქიძეც საუბრობს: „რამდენიმე ოჯახი რომ უკმაყოფილებას გამოთქვამს მხოლოდ ესაა ნახსენები და რა გაკეთდა ამაზე ნათქვამი არაფერია“.

მისივე თქმით, სასაფლაომდე მისასვლელი გზის 300–მეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, იმ პროექტშია ჩასმული, რომლის მიხედვითაც ჭვინთა–ელიაწმინდის გზა კეთდება და შიდა ქუჩები იხრეშება.

თუმცა, საპირისპიროს ამბობს სიუჟეტში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ემზარ მღებრიშვილი. მისი თქმით, მერიის წარმომადგენლები გზის აღნიშნულ მონაკვეთს შეისწავლიან და თუ საჭიროება მოითხოვს მოხრეშავენ კიდეც.

„არ ვიცი რა თქვა ბატონმა ემზარა მაგრამ, შიდა გზის 300–მეტრიანი მონაკვეთი პროექტშია და მოიხრეშება“, – აცხადებს მელიქიძე.

ელიაწმინდაში, გზის 300–მეტრიანი ავარიული მონაკვეთი, სოფლის ნაწილს სასაფლაოებთან, ხუთ კომლს კი საცხოვრებელ სახლებთან აკავშირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით წვიმიან ამინდში აქ გადაადგილება შეუძლებელია და ხელისუფლებას ამ ადგილის მოხრეშვას სთხოვენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ელიაწმინდაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვას ითხოვენ [Video]
ახალციხის მერია დაპირებული გზის მოხრეშვაზე: ‘არ ვიცით წელს გაკეთდება თუ არა’
სადავო გზის მონაკვეთი ჭვინთაში – რას ითხოვენ ადგილობრივები
ჭვინთა-ელიაწმინდის ახლადმოასფალტებული გზა უკვე დაზიანდა
ახალციხის მერიამ გზის პროექტი ჩაიბარა, თუმცა  მისი  ნაწილი ისევ დაზიანებულია
„ახალციხის ციხემდე“  მისასვლელი გზა ამორტიზებულია
‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ