FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ვენერიულ დაავადებათა დისპანსერი დაიხურა

მთავარი 11.12.2012
ახალქალაქის კანისა და ვენერიული დისპანსერის კერძო საკუთრებაში, „ჩემი ოჯახის კლინიკის“ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება დაიხურა. შესაბამისი კაბინეტი პოლიკლინიკაში ჯერჯერობით სპეციალისტთა უკმარისობის გამო არ გახსნილა

ახალქალაქში ვენერიულ დაავადებათა დისპანსერი დაიხურა
ახლახანს ახალქალაქის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში რემონტი ჩატარდა. შეიცვალა ძველი კარ–ფანჯრა, მოწესრიგდა შიდა ინტერიერიც. ძველმა შენობამ განახლებული იერსახე შეიძინა და იქ მუშაობაც და პაციენტების მიღებაც უკეთეს პირობებში ხდებოდა. სამეურნეო ანგარიშგებაზე მყოფი დაწესებულება დიდხანს იბრძოდა გადარჩენისთვის და როდესაც ბოლოს და ბოლოს გარემონტდა და სამუშაო პროცესი მოწესრიგდა, დისპანსერი დაიხურა.

კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერი იყიდეს და ახლა სამედიცინო დაწესებულება ძველ შენობაში აღარ იქნება. დისპანსერი „ჩემი ოჯახის კლინიკის“ მფლობელობაში გადავიდა. მესაკუთრემ დისპანსერის ახალქალაქის საავადმყოფოსთან შეერთება გადაწყვიტა. ამ უკანასკნელს იგი 2012 წლიდან ფლობს. თუმცა დისპანსერი ძველი სახით აღარ იარსებებს.

- „ჩვენი რეგიონის ყველა სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, კან–ვენის დისპანსერი „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ხელში გადავიდა. იქნება შესაბამისი კაბინეტი ექიმით, მედდითა და ლაბორანტებით“, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე ტოროიანი.

დისპანსერის ყოფილი დირექტორი და შეთავსებით ექიმი ამჟამად დეკრეტში იმყოფება. ლანა ენოქიანის თქმით, ამ ეტაპზე ავადმყოფები მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყვნენ და გამოსავალი თავად უნდა იპოვონ. იგი ამბობს, რომ ზოგი ავადმყოფი რაიონის საავადმყოფოში მიდის, ზოგი კი რჩევისთვის უბრალოდ აფთიაქარებს მიმართავს.

- „ჯერჯერობით დისპანსერი დახურულია. ყველაფერი ახალი წლის შემდეგ გახდება ცნობილი“, - ამბობს ლანა ენოქიანი.
დისპანსერის თანამშრომლებთან დაკავშირებით ჯერ არ გარკვეულა, იმუშავებენ ისინი თუ არა საავადმყოფოში. ამ დრისთვის კანისა და ვენერიულ დაავადებათა კაბინეტი საავადმყოფოში არ ფუნქციონირებს.

- „ჩვენ ლიცენზირებული ექიმი არ გვყავს. თუ ვინმე ლიცენზიით მოვა, სამსახურში აუცილებლად ავიყვანთ“, – ამბობს რაიონული საავადმყოფოს დირექტორი.

ახალქალაქის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერი სამცხე–ჯავახეთში ამ პროფილის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება იყო. ის სამეურნეო ანგარიშგებაზე არსებობდა და ძალიან სჭირდებოდა რემონტი და კარგი აპარატურა. თუმცა ამ დროსაც დისპანსერი პაციენტებს არა მხოლოდ ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან, არამედ ასპინძიდან და ზოგჯერ ახალციხიდანაც კი იღებდა.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


მეტი პაციენტი და ნაკლები ფართი
ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება
ახალქალაქის საავადმყოფოს რეანომობილი აჩუქეს
ახალქალაქის საავადმყოფოში „ჩემი ოჯახის კლინიკამ“  ახალშობილები  დაასაჩუქრა [R]
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი საკუთარ კლინიკას ხსნის
ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ