FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.07.2018
დანიშვნიდან ოთხ თვეში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია. აღნიშნულის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 26 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სამხარეო რწმუნებულების გათავისუფლების შესახებ, პრემიერ–მინისტრის ბრიფინგი, დღეს, 26 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ის ხუთი გუბერნატორი დაასახელა, რომლებმაც დღეიდან თანამდებობა დატოვეს.

"იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სამხარეო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა–მთიანეთის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახთის გუბერნატორები და ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად 2018 წლის მარტში დაინიშნა. იგი მანამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო.

ვინ დაიკავებს რეგიონში გუბერნატორის პოსტს, ჯერჯერობით უცნობია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
რუსთავი 2: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ხვალიდან შეუდგება
პრემიერი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს სამ დღეში წარადგენს
მამუკა ბახტაძე: გუბერნატორებს უახლოეს მომავალში წარვადგენთ
ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს
სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გამგებლად