FM97.5 / LIVE

ბორჯომის ბაზარმა მუშაობა განაახლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.07.2018
ხანძრიდან ერთი თვის შემდეგ, ბორჯომის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. მოვაჭრეები საკუთარ ადგილებს უკვე დაუბრუნდნენ.

ბორჯომის ბაზარმა მუშაობა განაახლა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნახანძრალი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. შეიცვალა დამწვარი ჭერი, დახლები, ფანჯრები და კარებები. დირექტორის გია მელიქიძის თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ ამისთვის ბანკიდან 25 000 ლარის სესხი აიღო.

მოვაჭრეები საკუთარ ადგილებს გუშინ, 23 ივლისს დაუბრუნდნენ.

„ეს ერთი ბაზარი აქვს ქალაქს ხომ არ დავკეტავდით?! წინააღმდეგ შემთხვევაში მოვაჭრეების სახლში გაშვება მოგვიწევდა“,–ამბობს გია მელიქიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარში მუშაობა განახლდა დახლების ნაწილი მაინც ცარიელია. დირექტორი ამბობს, რომ ყოველთვის ასე იყო, რადგან მოვაჭრეებს შენობაში შესვლა არ სურთ და გარევაჭრობა ურჩევნიათ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ბაზარის პირველ სართულზე ხანძარი მიმდინარე წლის ექვს ივნისს, გამთენისას გაჩნდა. დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე მოვაჭრეებს სურსათი და ტანსაცმელი დაეწვათ. ბაზრის დირექტორის ინფორმაციით ხანძრისაგან მიყენებულმა ზარალმა 65 000 ლარს მიაღწია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მოვაჭრეების ნაწილი ბაზრის შენობის მეორე სართულზე ყიდდა საკუთარ პროდუქტებს, ნაწილი კი, არასაკმარისი ფართის და ფინანსების არქონის გამო ვერ მუშაობდა.

ხანძრით დაზარალებულ 20 მოვაჭრეს, ბორჯომის მერია 24 350 ლარით დაეხმარა.

ბორჯომის აგრარული ბაზარი 2007 წელს აშენდა და საიჯარო ხელშეკრულებით შპს „საუკუნმშენს“ 2031 წლამდე გადაეცა.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბაზარში ხანძრით დაზარალებულებს მერია 24 000 ლარით დაეხმარება
ბაზრის დირექტორი: ‘ხანძარმა 65 000 ლარამდე გვაზარალა’
ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა
ბორჯომში დამწვარ ბაზარში ზარალს მერიის აუდიტის სამსახური სწავლობს
ბორჯომში აგრარული ბაზრის პირველი სართული დაიწვა
ბორჯომის აგრარული ბაზარი გაიხსნა
ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]