FM97.5 / LIVE

ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.06.2018
ბორჯომის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების ნაწილი, ხანძრის შემდეგ მუშაობას აგრძელებს, ნაწილი კი იმის გამო, რომ შენობაში საკმარისი ფართი არ არის, სახლში წავიდა. დაზარალებულები დახმარებას თვითმმართველობას სთხოვენ.

ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა

მეექვსე დღეა რაც ბორჯომის აგრარული ბაზრის შენობის ნაწილი დაიწვა, თუმცა ჯერ არც ტერიტორია გაწმენდილა და არც აღდგენით სამუშაოები დაწყებულა. აქ ისევ დამწვარი ინვენტარი დგას და ძირზე მინების ნამსხვრევები ყრია.

ხანძარმა ბაზარში ყველა მოვაჭრე აზარალა. მათი ნაწილი, ცეცხლისგან გადარჩენილ ფართში შევიდა, ნაწილი კი იმის გამო, რომ შენობაში საკმარისი ადგილი არაა, ჯერ ისევ სახლში რჩება.

ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდადალი მათიაშვილი ერთ–ერთია იმ 20 მოვაჭრიდან, რომელსაც ხანძარმა სურსათი მთლიანად გაუნადგურა. ის რაც არ დამწვარა სასწორი და მაცივარია, თუმცა, გვერდები ორივეს დამდნარი აქვს: „ათასობით ლარის პროდუქტი მთლიანად გადავყარე, ახლა ვისესხე ფული და ცოტა–ცოტა რაღაცეები ვიყიდე, რომ სახლში ორი კაპიკი შევიტანო. იმედია, იმდენს მაინც ამოვიღებ, რომ ვალი დავფარო“.

აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრ ფართში, ათამდე მოვაჭრე ზის. ადგილობრივები სურსათს, ბოსტნეულს, სუნელებსა და რძის პროდუქტებს ყიდიან.

ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა„დევნილი ვარ, სახლ–კარი დავკარგე და იმდენი არ მინერვიულია როგორც ახლა. საერთოდ ვერაფერი გადავარჩინე, რაც დაიწვა დაიწვა, დანარჩენი წყლისგან გაფუჭდა, ცეცხლს რომ აქრობდნენ. ახალა ნისიად მაქვს აღებული პროდუქტი და იმით ვვაჭრობ. ჩემი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ეს არის და სხვა გზა არ მაქვს“, – ამბობს სუნელების გამყიდველი ნათელა ნოზაძე.

შენობის მეორე სართულზე გასაყიდი ტანსაცმელის ნაწილი ძირზეა გაფენილი, ნაწილი კი სახელდახელოდ გაბმულ თოკებზეა გადაკიდებული. აქ აღარც თაროებია და აღაც საკიდები. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ის რაც არ დაიწვა ახლა იაფად ყიდიან: „ასე ძირს გავშალე, აბა რა ვქნა, უკეთესი პირობები არ არის. ახალ ტანსაცმელს ვერ შემოვიტან ფული არ მაქვს. იქნებ ეს გაიყიდოს“, – ამბობს ერთ–ერთი მოვაჭრე.

მათი უმეტესობა ბაზარში თითქმის 20 წელია მუშაობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათ თვითმმართველობა არ დაეხმარა ბაზარი დაიკეტება: „დირექტორი გვეუბნება რომ მერიიდან დახმარება იქნება და ჯერ ჩუმად ვართ, იმედი გვაქვს აგვინაზღაურდება ზარალი“.

ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდაბორჯომის აგრარული ბაზრის დირექტორი გია მელიქიძე ამბობს, რომ ზარალის ოდენობამ 65 000–ლარამდე მიაღწია. მისივე თქმით, იგი მერიის თანამშრომლებს გასულ კვირას ესაუბრა, თუმცა, ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის, თუ რითი დაეხმარება მერია მოვაჭრეებს.

„ახლა მერიაში იმაზე მიდის მსჯელობა როგორ შეიძლება დაზარალებულების დახმარება. რამდენიმე დღეში გვეცოდინება და გაცნობებთ“, – გვითხრეს ბორჯომის მერიაში.

ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა

ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა

ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა

ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ბორჯომის აგრარულ ბაზარში, ექვს ივნისს დილის 05:00 საატზე გაჩნდა. შენობაში ცეცხლი დარაჯმა დაინახა და სახანძრო ჯგუფს გამოუძახა. დირექტორი ვარაუდობს, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს. შსს–მ საქმეზე ძიება 187–ე მუხლის მორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ბორჯომის აგრარული ბაზარი 2007 წელს აშენდა და საიჯარო ხელშეკრულებით შპს „საუკუნმშენს“ 2031 წლამდე გადაეცა. როგორც ბაზრის დირექტორი ამბობს, შპს–ს დამფუძნებელი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაზრის დირექტორი: ‘ხანძარმა 65 000 ლარამდე გვაზარალა’
ბორჯომში აგრარული ბაზრის პირველი სართული დაიწვა
ბორჯომის ბაზარმა მუშაობა განაახლა
ბორჯომის ბაზარში ხანძრით დაზარალებულებს მერია 24 000 ლარით დაეხმარება
ბორჯომში დამწვარ ბაზარში ზარალს მერიის აუდიტის სამსახური სწავლობს
ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]
ბორჯომის აგრარული ბაზარი გაიხსნა