FM97.5 / LIVE

მასწავლებლობისა და სამი ჰექტარი მიწის ენერგია

მთავარისიახლე, ბლოგები 21.07.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

მასწავლებლობისა და სამი ჰექტარი მიწის ენერგია

საქართველოში პენსიონერ მოქალაქეს შეუძლია გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა პენსიონერი მასწავლებელი ყბადაღებული თემაა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ზოგისთვის სახელმწიფოს მართვა უფრო მარტივი ფენომენია, ვიდრე 25 მოსწავლისაგან შემდგარი კლასის. პენსიონერ მასწავლებელზე გიამბობთ.

სახლისკენ მიმავალ გზაზე შორიდან ვამჩნევ თავსაფრიან, მოხუც ქალბატონს, რომელიც შუადღისას ეზოდან გამოდის და გამვლელებს ემოციური ჟესტებით ესაუბრება. მას მხოლოდ ერთი რამ აშფოთებს - რატომ დააგვიანდა მეუღლეს შინ დაბრუნება.

სწორედ ამ დროს კი სკოლაში ზარი ირეკება და მუქი ფერის კოპწია კოსტუმში გამოწყობილი, თმაჭაღარა ცოლაკ პოღოსიანი ბოლო გაკვეთილს ამთავრებს, სამასწავლებლოში ჟურნალს თავის ადგილზე დებს, თავზე შავ ცილინდრს იხურავს და შენობიდან ფეხაკრეფით გადის. ყველამ იცის, რომ მეორე დილით ის პირველი იქნება, ვინც სკოლის ეზოში ზარის დარეკვას დაელოდება.

მასწავლებლობისა და სამი ჰექტარი მიწის ენერგიაცოლაკი ზაკის საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. მას არ უყვარს დაგვიანება, თავს პუნქტუალურ ადამიანად თვლის და ცხოვრების წესის შეცვლას მომავალშიც არ აპირებს. არც ჯულიეტა აპირებს რაიმეს შეცვლას - ის არასდროს შეწყვეტს ქუჩაში საყვარელი მეუღლის ლოდინს. -თეთრი ქუდი დაიხურე, რომ შორიდან დაგინახოო, - ხშირად სთხოვს ხოლმე.

მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 6 წელია. 16 წლის იყო, რომ მოვიტაცეო, - ღიმილით ამბობს ცოლაკი და თავისი ცხოვრების ყველაზე რომანტიკულ ამბავს იხსენებს: ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მაინც მოვიტაცეო. ოთხდღიანი დიდი ქორწილით აღვნიშნეთ ეს ამბავიო.

მათ უზარმაზარ, ორსართულიან სახლს რომ შეხედავ, მიხვდები, რომ ეს სახლი ერთ დროს მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის აშენდა, თუმცა ოთხი შვილისა და 9 შვილიშვილის პატრონები დიდი ხანია მარტო ცხოვრობენ. სანქტ-პეტერბურგში ფეხმოკიდებულ შვილებს არაფერი ეტყობათ საიმისო, რომ როდესმე ჯავახეთში დაბრუნდებიან. არც მშობლები აპირებენ აქაურობის სამუდამოდ მიტოვებას და შვილებთან გადაბარგებას.

ცოლაკი სახლშიც ელეგანტურად გამოიყურება. თეთრი, ზოლიანი პერანგი და ჟილეტი აქაც აცვია. სავარძელში, დაბალფეხებიან მაგიდასთან ზის და ტელევიზორს უყურებს. ჟურნალების მაგიდაზე დაკეცილი, უკვე საგულდაგულოდ გადაკითხული სპორტული გაზეთები და სათვალე აწყვია. ფეხბურთი ყველაფერზე მეტად აინტერესებს. მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთს გულშემატკივრობდა. წელს რატომღაც სახლში დარჩა და ვერ მიიღო შვილების მაცდუნებელი წინადადება - ჩამოდი და ჩემპიონატს ერთად ვუყუროთო.

მაისის დასაწყისში თავად ჩამოვიდნენ შვილიშვილები კარინა და ჯულიეტა. პაპამ მათ ახალციხიდან თბილისამდე ყველა ღირსშესანიშნაობა მასწავლებლობისა და სამი ჰექტარი მიწის ენერგია აჩვენა. როგორც თავად ამბობს, გოგონები აღფრთოვანდნენ საქართველოს სილამაზით. მთაწმინდის პარკში გამართულ ახალი ღვინის ფესტივალსაც დაესწრნენ და ქართული სასმელები დააგემოვნეს.

ერთადერთი ადგილი, სადაც ჩემი სახლის გარდა ცხოვრებას ვისურვებდი, ეს თბილისიაო. მოსწონს წყნარი, კულტურული ქალაქი და მისი მეგობრული მოსახლეობა, თუმცა თავისი სოფელი მაინც ყველაფერს ურჩევნია. „კარგი ხალხი და სუფთა ჰაერი“ მისთვის სავსებით საკმარისია. მშვიდი, კეთილი ბუნება ცხოვრების წესიდან მომდინარეობს. მართალი კაცი ვარ და ისე ვიცხოვრე, ამ ქვეყნად არაფრის მეშინიაო, - დინჯად ამბობს.

მასწავლებლობისა და სამი ჰექტარი მიწის ენერგიასახლიც ნელ-ნელა, თავისი ნაშრომით მოიწყვეს. წყალი, გაზი, ცენტრალური გათბობა, კომფორტული სამზარეულო და სააბაზანო ამ სახლის მობინადრეთ ცხოვრებას უადვილებს. ორი პენსიითა და მასწავლებლის ხელფასით ხარჯებს როგორღაც აუდიან. სახლში მუდამ გემრიელი ტოლმისა და ახლადგამომცხვარი სომხური ლავაშის სურნელი ტრიალებს. სუფრაზე ლიმონათი, ჭიქები და სხვადასხვა ხილის ფერად-ფერადი ჩირი დევს. ჯულიეტა საუცხოო ყავას ამზადებს, ცოლაკიც მხოლოდ მეუღლის მოდუღებულ ყავას სვამს.

ცოლაკ პოღოსიანის შრომითი ბიოგრაფია 60-იანი წლებიდან იწყება. სკოლაში მათემატიკას ასწავლის. ამბობს, რომ მის აღზრდილებს შორის ბევრია წარმატებული ადამიანი, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ. სოფლის ადრინდელ სკოლასაც იხსენებს, სადაც, კომუნისტების დროს, ორ ცვლაში, 400-მდე ბავშვი სწავლობდა. დღეს, მზარდი მიგრაციის გამო, ეს რიცხვი 75-მდე მერყეობს. პრაქტიკიდან ერთ კურიოზულ ფაქტს იხსენებს, როდესაც დირექციამ გამოცდაზე არგამოცხადებული მოსწავლის საძებრად გაუშვა და რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ბიჭი თონეში დამალული აღმოაჩინა. დაარწმუნა და სკოლაში დააბრუნა, რისთვისაც შემდეგ უკვე ზრდასრულისგან ბევრი მადლობა მიიღო.

როცა თაობებს ერთმანეთს ადარებს, პარალელების გავლება არ უჭირს. მისი აზრით, ადრე მოსწავლეები უფრო შრომისმოყვარე და ბეჯითები იყვნენ, თუმცა დამოუკიდებლად გზის გაკაფვა უჭირდათ. ახლანდელი თაობა თავის შესაძლებლობებს კარგად ითავისებს, მაგრამ სწავლაზე ნაკლებ დროს ხარჯავს.

ეზოს გადაღმა, მდინარის პირას, მათი ნაკვეთია. ცოლ-ქმარი დღესაც 3 ჰექტარ მიწას ამუშავებს. კარტოფილს თესავენ და ადგილზე მოსულ კლიენტებზე ყიდიან ან ზამთარში სხვადასხვა პროდუქტზე ცვლიან.

კითხვაზე, თუ როდის აპირებენ დასვენებას, ცოლაკი კატეგორიულად ამბობს: დასვენება არ მინდა, ვიცი, რომ სანამ ვიმუშავებ, მანამ ჯანმრთელად ვიქნებიო. უწინდებურად, ყოველ დილით 6 საათზე დგება და სახლიდან ენერგიით სავსე გადის. ყველაზე უინტერესო მისთვის შაბათ-კვირაა. არ უყვარს ის დღე, როცა არ მუშაობს. ადრე ნარდს მეზობლებს ეთამაშებოდა. ახლა მეზობლები აღარ ჰყავს.მასწავლებლობისა და სამი ჰექტარი მიწის ენერგია

მისი საყვარელი ქართული სიტყვა "გენაცვალეა". სხვა ტრენინგებთან ერთად სახელმწიფო ენის კურსებიც დიდი მონდომებით გაიარა, მაგრამ დღესაც განიცდის, რომ გამოცდაზე ცუდად გახდა და სერტიფიკატის აღება ვერ შეძლო.

5 ათეული წელი სკოლაში მოსწავლეების აღზრდას შეალია. თუმცა არაქართულენოანი სკოლებისთვის კარგად ნაცნობი პრობლემა აქაც სახეზეა - ჯერჯერობით არ ჩანს კადრი, ვინც სკოლაში მას ჩაანაცვლებს.

50 შთამბეჭდავი და ამავე დროს მრგვალი საიუბილეო თარიღია. მალე ალბათ თავისთავად დადგება დასვენების დრო. საქართველოს განათლების სისტემა ღვაწლმოსილი მასწავლებლების საიუბილეო თარიღების აღნიშვნის პრაქტიკას არ ცნობს, არ უხდის მათ მადლობას, არ აჯილდოვებს. მხოლოდ სკოლის პერსონალის "გადაბერებაზე" ხდება მუდმივად აპელირება, ხოლო იმ ქალბატონებსა და ბატონებს, რომლებიც სკოლებში სიჭაბუკის ხანაში შემოვიდნენ და საკლასო ოთახებში გაჭაღარავდნენ, ამდენი წლის სამსახურის სანაცვლოდ შინ მხოლოდ დაყვედრებული ხელფასი მიაქვთ.

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვემსახურები მასწავლებლებს!
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ
გალინა - ქართულის მასწავლებელი

ერთი სულის შებერვა
ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ
ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს