FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიის აპარატს ახალი უფროსი ჰყავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.07.2018
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აპარატის უფროსად არჩილ ღაღანიძე ინიშნება. იგი საჯარო მოხელეებისთვის გამოცხადებული კონკურსის წესით შეირჩა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიის აპარატს ახალი უფროსი ჰყავს

არჩილ ღაღანიძე თელავიდანაა. იგი პროფესიით იურისტია, თუმცა როგორც თავად ამბობს, 2010 წლიდან დღემდე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს.

„სკოლა თელავში დავამთავრე, მერე უნივერსიტეტში იურიდიულზე ჩავაბარე, თუმცა, მუშაობა 13 წლიდან დავიწყე, მაშინ თელავის გამგეობაში აიტი ვიყავი. ამჟამად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ვარ, ასევე ვკითხულობ ლექციებს ამ მიმართულებით“, – ამბობს ღაღანიძე.

მისი თქმით, რეგიონში გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესდა, განაცხადი შეიტანა და კონკურსში გაიმარჯვა კიდეც. შეკითხვაზე, რამდენად იცნობს რეგიონს, გვპასუხობს: „ბევრ რეგიონთან მქონია შეხება და ვიცნობ“.

არჩილ ღაღანიძის დანიშვნის შესახებ ბრძანება მომავალ კვირაში დაიწერება.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია აპარატის უფროსის პოზიციასთან ერთად კონკურსს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზეც აცხადებდა, თუმცა ვერავინ შეარჩია.

ამ დროისთვის გუბერნიაში ვაკანტური ოთხი ადგილია: გუბერნატორის პირველი მოადგილის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის, ამავე სამსახურში სპეციალისტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში ასევე სპეციალისტის.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 თანამშრომელს შეარჩევენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრებაზე დღეს 14 კონკურსანტი არ გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დღეს გასაუბრებას 24 კონკურსანტი გაივლის
გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
რა ბედი ელის გუბერნიაში დარჩენილ სამ ვაკანტურ პოსტს?