FM97.5 / LIVE

მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

მთავარისიახლე, სამართალი 04.07.2018
მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ 3 ივლისს მიიღო.

მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით სარჩელი საქართველოში მოქმედმა რამდენიმე რელიგიურმა ორგანიზაციამ, მათ შორის, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიამ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მოამზადეს.

დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ნორმა სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას მხოლოდ საპატრიარქოს ანიჭებს, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს კი ამ უფლების გარეშე ტოვებს.

“მოპასუხის[საპატრიარქოს] განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ხელშეწყობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის – სახელმწიფოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება”, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

გადაწყვეტილების დასაბუთებისას მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება მის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ გულისხმობს.

“სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის აღნიშნულ გარემოებასთან დაუკავშირებელი პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში.

კერძოდ, დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თვითმიზანი. სასამართლოს შეფასებით, კონსტიტუციის ამ დებულების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის პრივილეგიების განმტკიცება.

ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარკვეული შეღავათის მინიჭება არ გულისხმობს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ იმავე შესაძლებლობით სარგებლობის ხელშეშლას”, – აღნიშნავს სასამართლო.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით ეკლესიამ, შესაძლოა, საკუთრებაში პრივატიზებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება მიიღოს: “…ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება შეუძლებელს ხდის ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას”.

მოსამართლეთა კოლეგიამ განმარტა, რომ დისკრიმინაციის აღოფხვრა როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელებითაა შესაძლებელი. სამართლოს გნამრატებით, ამგვარი საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის კომპეტენციაა, რის გამოც არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის შეჩერება 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადადო.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის
კოალიცია თანასწორობისთვის – 'სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია'
რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში - TDI კვლევა
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
'112'-ის საფასურის ჩამოჭრა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო