FM97.5 / LIVE

კოალიცია თანასწორობისთვის – 'სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია'

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.03.2019
"კოალიცია თანასწორობისთვის" კრიტიკულად აფასებს ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გარდა, ყველა სხვა რელიგიის სასულიერო პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

კოალიცია თანასწორობისთვის – 'სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია'

კოალიციაში აცხადებენ, რომ ინიციატივა რელიგიური ნიშნით აშკარა დისკრიმინაციას წარმოადგენს. "კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, რომელიც საკუთარი სინდისის, რწმენის და რელიგიის საწინააღმდეგო ქმედებისგან ადამიანის დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს, რელიგიის თავისუფლების განუყოფელი ელემენტია და ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის აღიარებული და დაცული უფლება", – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, "ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. [...] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას".[3]

კოალიცია შემაშფოთებლად მიიჩნევს ინიციატივის ავტორის განმარტებას, რომლის თანახმად, ცვლილების განხორციელების აუცილებლობა არსებული კანონმდებლობის მოქმედების ხარვეზით არის გამოწვეული და მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისთვის უფლების შენარჩუნება საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით არის განპირობებული.
კოალიცია კომიტეტის თავმჯდომარეს მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზის რომელიმე ჯგუფისთვის უფლების შეზღუდვის სანაცვლოდ მოწესრიგება.

"კოალიცია თანასწორობისთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს:

• კრიტიკულად შეაფასონ და მხარი არ დაუჭირონ ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას და დაიცვან და პატივი სცენ თანასწორობის და რელიგიის თავისუფლების სტანდარტებს;

• სათანადოდ გაიაზრონ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ არსებული სოციალური უკმაყოფილება და პირადი თავისუფლებისა და თვითგანვითარების უფლების, ასევე სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებით მის არსებით რევიზიაზე იფიქროს;

• სათანადოდ გაიაზრონ რომ უთანასწორობისკენ მიმართული ინიციატივები არღვევს დემოკრატიული, სამართლიანი და პლურალური საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში გარიყულობის ღრმა კვალს ტოვებს.

"კოალიცია თანასწორობისთვის" არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ხელშეწყობით შეიქმნა და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", კავშირი "საფარი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)" და "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება
ომბუდსმენი: კანონპროექტი 'რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე' გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება
ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს შესაძლოა ჯარში წასვლა მოუწიოთ