FM97.5 / LIVE

დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 01.10.2018
ახალციხეში, სოფელ კლდეში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის 1 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მოსახლეობა სარწყავი სისტემით ვერ სარგებლობს.

დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში

სოფელ კლდეში მცხოვრებმა გურამ წიქარიშვილმა წელს 50 მეასედზე სიმინდი იმ იმედით დათესა, რომ ნაკვეთს მორწყავდა და ორმაგ მოსავალს მიიღებდა, თუმცა არ გაუმართლა. როგორც ამბობს, ახლადრეაბილიტირებულ სარწყავი წყლის სისტემამ, რომლის მშენებლობაც გასულ წელს დასრულდა, ვერ იმუშავა.

„ორჯერ მეტ მოსავალს მივიღებდი წყალი რომ ყოფილიყო. 2017 წელს გააკეთეს, მილიონზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ ჩვენ მაინც არაფერი გვეშველა. ამ წყალს 200 ჰექტრამდე უნდა მოერწყა, მაგრამ არ მუშაობს. ამბობენ, ერთკილომეტრიანი მილია დაზიანებული და ის არის შესაცვლელი, მოსახლეობამ უნდა ააგროვოთ ფული და შეცვალოთო, თქვენ იანგარიშეთ ახლა რა დაუჯდება იმისი შეკეთება მოსახლეობას. ვის აქვს მაგისი ფული“, – ამბობს კლდეში მცხოვრები გურამ წიქარიშვილი.

ახლადრეაბილიტირებულ სარწყავ სისტემის ხერვეზებზე სოფელში თითქმის ყველა ადგილობრივი ჩივის: „მარტო მილი კი არა მთლიანად ახლადაა გასაკეთებელი ყველაფერი. ბეტონის არხებში სახანძრო მანქანებით გაუშვეს წყალი და უკან წამოვიდა, არ იმუშავა, აღმართზე წყალი როგორ წავა?! თან კომუნისტების დროს ეს არხი უფრო განიერი იყო, ახლა პატარაა და ვის ეყოფა აქ გამოსული წყალი?!“

საქართველოს მელიორაციის დაფინანსებით, სოფელ კლდეში 2016–2017 წლებში რეაბილიტაცია მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურს და სარწყავ ქსელს ჩაუტარდა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 1 336 250 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული სატუმბით ნაკვეთებს წყალი მდინარე ფოცხოვიდან უნდა მიეწოდოს.

პირველ ეტაპზე აღდგა სატუმბი სადგური, სატრანსფორმატორო შენობა, წყალმიმყვანი და წყალგამშვები არხები და მაგისტრალური არხი, ასევე, მოეწყო განამაწილებელი, მიმღები და ჩამქრობი ჭები, შემოიღობა სატუმბი სადგურიც. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „მამისონმა“ 1 295 250 ლარად შეასრულა.

შემდეგი ეტაპზე, 2017 წელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სამუშაოები ჩატარდა, ამისთვის ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ქსელმშენმა“ 41 000 ლარი დახარჯა.

საბოლოო ჯამში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა ქსელი ექსპლუატაციაში ერთი წლის გასვლის შემდეგაც არ შესულა.

საქართველოს მელიორაციაში ადასტურებენ, რომ „პროექტის განხორციელებისას მშენებლმა გარკვეული შეუსაბამობები დაუშვა“. თუმცა კონრეტულად რაზეა საუბარი ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხდებენ, რომ ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია, უახლოეს პერიოდში სატუმბი სადგურის სატესტო რეჟიმში ჩართვაც დაგეგმილია: „მიმდინარე თვეში დავტესტავთ როგორ მუშაობს სატუმბი სადგური. ჩვენი ამოცანაა მომავალ სარწყავ სეზონზე წყალი მივაწოდოთ მოსახლეობას“.

კლდის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რომლითაც წნისელების ბაღებიც უნდა მოირწყოს, 2017 წლის ნოემბერში დასრულდა. რეაბილიტირებული სისტემით 320 ჰექტარი უნდა გასარწყავიანდეს. ერთი ჰექტრის მორწყვა ადგილობრივებს 75 ლარი დაუჯდებათ. სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას შპს „საქართველოს მელიორაცია“ იღებს.

გარდა კლდე–წნისის სარწყავი სისტემისა, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბოლო ექვსი წლის გამავლობაში სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 18 პროექტი დაასრულა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 7 622 ჰექტარზე.

„დღეისათვის მიმდინარეობს ოთხი პროექტის განხორციელება, რომლის განხორციელების შემდეგ რეგულარულად მოირწყვება 1 315 ჰექტარი, ხოლო წყლის მიწოდება გაუმჯობესდება 1400 ჰექტარზე“– აცხადებენ „საქართველოს მელიორაციაში“.

დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში
გურამ წიქარიშვილი

დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება
კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება
საროს სარწყავი წყალი არც წელს ექნება
ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება
სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მარნეულში [R]