FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება

მთავარიეკონომიკა 21.03.2016
მიმდინარე წელს, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სატუმბი სადგურის აღდგენა, ასევე მაგისტრალური და შიდა სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და განვითარების პერსპექტივებზე დღეს, 21 მარტს იმსჯელეს. ადგილობრივი თვითმმართველობებისა და შპს "საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენელთა შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს "საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგნლებმა სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციისა და საექსპლუატაციო ღონისძიებების შესახებ გეგმა წარადგინეს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სატუმბი სადგურის აღდგენა, ასევე მაგისტრალური და შიდა სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია მოხდება.

სახელმწიფო პროექტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 4 სატუმბი სადგურის აღდგენაა დაგეგმილი.

"ფერსა- მუგარეთი-გიორგიწმინდის, კლდე–წნისის, საძელი– ხაკის სატუმბი სადგურისა და ასევე საძელის მეორე სატუმბის მექანიკური აწევის სადგურების რეაბილიტაციას ვგეგმავთ, ასევე, ჩვენს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი სარწყავი არხების აღდგენაა განსაზღვრული“, -განმარტა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ. მისივე თქმით, სატუმბი სადგურების სრული აღდგენა წელსვე დასრულდება.

რაც შეეხება ბუნებრივ სარწყავ არხებს, გამგებლის თქმით, არხების რეაბილიტაცია იგეგმება სოფლების: ზიკილიის, ოხერაჭალის, ვალისა და პამაჯის მიმართულებით.

ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს, სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია აბასთუმანი-შოლავერის მიმართულებით იგეგმება.

"ახლა საპროექტო სამუშაოები მიმდიანრეობს და დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე, სრული რეაბილიტაცია მოხდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 13 კილომეტრინი მონაკვეთი აღდგება. კონკრეტული თანხა, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის“, - ამბობს ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

სამცხე-ჯავახეთში, მექანიკური აწევის სატუმბი სადგურებისა და ბუნებრივი სარწყავი არხების რეაბილიტაციისათვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში  დახურული სარწყავი ქსელი მოეწყო (R)
ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალციხეში
დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში
სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მარნეულში [R]