FM97.5 / LIVE

ბალანთის ეკლესიას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2018
ბორჯომში, სოფელ ბალანთაში მე–19 საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ბალანთის ეკლესიას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დარბაზული ფორმის ეკლესია სოფელში დგას. ის ნატეხი ქვითაა აშენებული. კუთხეებში გამოყენებულია წითელი ფერის დამუშავებული ქვები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის ნაწილში სახურავზე დადგმულია ოთხ სვეტზე გახსნილი ფანჩატურიანი სამრეკლო. ტაძარი გადახურულია თუნუქით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა. გრძივი კედლები სამი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. პილასტრის კაპიტელები მე-19 საუკუნის ჯავახეთის მონოფიზიტურ ძეგლებზე გამოყენებული პილასტრის კაპიტების იდენტურია. პილასტრებს შორის შეკიდული დეკორატიული თაღნარია. ინტერიერი შელესილი იყო და შეთეთრებული. შეთეთრების ქვეშ გაირჩევა საღებავის რამდენიმე ფერი. საკურთხევლის წინ ხის კანკელია. იატაკი ქვაფენილია. ტაძარში ინახება დიდი ქვაჯვარი.
ტაძარს შემოსდევს ქვის გალავანი.

ბალანთის ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, დეტალები, ეკლესიაში დაცული ქვაჯვარი, იკონოსტასი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]