FM97.5 / LIVE

ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.07.2017
ახალციხეში, სოფელ ვალეში მდებარე ირქას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 30 ივნისს გამოცემული შესაბამისი ბრძანებით ირქას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია აგებულია სპეციალურად გაკეთებულ ბაქანზე, რომლის კიდეს ქვის მშრალი წყობით ნაგები გალავანი შემოუყება. ტაძარი დარბაზულია (8.3×5.67 მ) ჩაწერილი ნახევარწრიული აბსიდით. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რუხი ფერის კარგად დამუშავებული ქვით. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო ვიწრო, თაღოვანი სარკმელია.

ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. მის მარჯვნივ ფართო და ღრმა თაღოვანი ნიშაა, მარცხნივ კი შედარებით მომცრო და ოთხკუთხა. ამ ნიშის თავზე კიდევ უფრო მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. დარბაზისგან გამოყოფილია ფართო პილასტრებით და მასზე გადაყვანილი კამარის საბჯენი თაღით. ასეთივე თითო პილასტრია გრძივი კედლების შუაშიც, რომლებიდანაც კამარის საბჯენი თაღი გადადიოდა. თითო პილასტრი თავისი თაღით დასავლეთის კედლის კიდეებშიცაა გაკეთებული. პილასტრებს შორის თითო დეკორატიული თაღია გაკეთებული.

ტაძარს საპერანგე წყობა თითქმის არ შემორჩა. გამონაკლისია ჩრდილოეთის კედელი, რომლის ზედა რიგის პერანგია შემორჩენილი და აღმოსავლეთის კედელი. მის შუაში სარკმელს ზემოდან გამოსახული ყოფილა რელიეფური და ორნამენტით შემკული ჯვარი. ამჟამად მისი მკლავია შემორჩენილი. ტაძრის კედლები რელიეფური ქვის თაროსებრი ლავგარდნით სრულდება.

ტაძარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ესაა XIII ს. დამახასიათებელი დარბაზული ტიპის ეკლესია მაღალი კონსტრუქციებით, რომელშიც კარგადაა შერწყმული ამ ეპოქის საქართველოს არქიტექტურულ სტილში გაბატონებული ცალკეული ელემენტები და ორნამენტები, რომლებიც შემდეგ სამცხის საათაბაგოს არქიტექტურაში აგრძელებს არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტაძარი იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის განსაზღვრას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბალანთის ეკლესიას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა