FM97.5 / LIVE

ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.10.2019
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, ილია ხმალაძის ქუჩაზე მდებარე სომხური სამოციქულო ეკლესია ინგრევა. კედლები დახეთქილია, ტაძრის ნახევარს სახურავი არ აქვს, სამრეკლოს ქვები კი ეკლესიაშია ჩამოცვენილი.

ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]

სურბ სტეფანოზის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია ინგრევა. 1897 წელს აგებული სომხური სამოციქულო ეკლესიის კედლები რამდენიმე ადგილზეა დახეთქილი. შენობის ნაწილს სახურავი არ აქვს, წვიმა და თოვლი ეკლესიის შენობაში გროვდება და საძირკველს შლის.

ტაძარში კედლებზე სხვადასხვა წარწერებია გაკეთებული, სამრეკლოს უკან კი ნაგავი ყრია. ტაძრის მთავარ შესასვლელში კარი ჩამოხსნილია. ხშირად ტაძარში ძაღლები შედიან.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეკლესიას 2012 წლის აპრილს უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

როდის დაიწყება ძეგლის რესტავრაცია ამ ეტაპზე უცნობია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ყოველწლიურად 150-200 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უტარდება რეაბილიტაცია: „ძეგლებზე გადაუდებელი სამუშაოების სიას ვაკეთებთ, მაგრამ ხვალვე ვერ შევალთ, რადგან თან რიგი პროცედურები ახლავს. გარკვეული ძეგლები რჩება არა ყურადღების მიღმა, არამედ რეალური შეხების გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ [ძეგლს] არ შევეხებით“, – გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]

ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]

ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]

ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბალანთის ეკლესიას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა