FM97.5 / LIVE

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში მდებარე პეტრე მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახლი ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურვა ხის ძელებისაა, რომლებიც ხისავე სვეტებს ეყრდნობა. უკანა მხარე მიწაშია ჩასმული. შედგება კარაპანის, დერეფნის, ახორის, საბძელის, დარბაზის და საკუჭნაოსაგან. კარაპანი ხის სვეტებსა და გადახურვაზე დაყრდნობილი ღია დერეფანია, რომელიც სახლს წინიდან აქვს მიდგმული (მოგვიანებით კარით დაუხურავთ). აქედან ხვდებოდნენ დერეფანში, რომლიდანაც გასასვლელია ახორში. დერეფნის მარცხენა მხარეს მარცვლეულის შესანახი ხაროებია ამოყვანილი. ახორის იატაკის შუაში ქვაფენილის სადრენაჟეა მოწყობილი. მის თავზე კი ხის გადახურვაში ოთხკუთხა საკვამურია დატოვებული. ახორის მარჯვნივ პატარა საბძელია გამართული. ახორიდან დარბაზშია გასასვლელი. დარბაზი რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი, მარცხენა მხარეს კედელთან ქვევრებია ჩაყრილი. დარბაზის ცენტრალურ ნაწილს რვაკუთხოვანი გვირგვინოვანი გადახურვა აქვს, რომელიც ამდენივე სვეტს ეყრდნობა. დარბაზის უკანა კედელში ფურნეა ჩაშენებული. ის თაღოვანი ნაგებობაა, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან - საცეცხლე-სანაცრესგან და საცხობი ნაწილისგან. დარბაზში ინახება ეთნოგრაფიული ყოფის ნიმუშები. მათ შორისაა ქვის სამარცვლე, ქვაში ნაკვეთი ბუხრის თაღოვანი პირი და სხვა.

შეგახსენებთ, სოფელ საროში ეს უკვე მეორე მესხური ოდაა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, 2017 წლის 1 მაის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა მიხეილ მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლსაც.

სოფელი სარო ცნობილია თავისი მესხური დარბაზებით. დარბაზების უმეტესობა ახლა მიტოვებული და მოუვლელია.

საროს ისტორია 3500 წელს ითვლის. საროს დარბაზის ტიპის სახლებს შორის ყველაზე გამორჩეული ასპანიძე-ფანასკერტელების დარბაზია. მესხური დარბაზის მთავარი დამახასიათებელი ისაა, რომ ე.წ. დედა ბოძი არ აქვს, ის 12 ბოძზეა განლაგებული. 12 ბოძით შეკრულია კუბი, კუბზე კი ზემოდან ხისგან გაკეთებული, წაკვეთილი პირამიდის ფორმის თაღია დაშენებული.თაღი კედლებისგან დამოუკიდებელი კონსტრუქციაა, რაც შენობას სეისმური თვალსაზრისით ძალიან დაცულს ხდის: ხის საფეხურებიანი პირამიდა მიწისძვრის დროს ქუდის პრინციპით იშლება და იქ მყოფ ადამიანსაც გადარჩენის დიდი შანსი აქვს. მიწისქვეშა დარბაზისთვის სინათლის წყარო სახურავში დატანილი ერდოა. დარბაზს დამხმარე ნაგებობების მთელი კომპლექსი აქვს.


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მესხური დარბაზების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები მომზადდა
ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა