FM97.5 / LIVE

მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიაში მდებარე ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მერენიას ტაძარი X საუკუნეს მიეკუთვნება. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, ნაგებობათა ნაშთებს და გალავანს. იგი მდებარეობს სოფელ მერენიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამსარის სოფლებისკენ მიმავალი გზის ნაპირზე.

ეკლესია ნაგებია დამუშავებული ყვითელი ქვის კვადრებით. დარბაზული ეკლესიაა ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებით. მთავარ ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზეც გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია. აბსიდა ორმაგი მხრებითაა დარბაზისგან გამოყოფილი, კონქი კაპიტელებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. დარბაზის კამარა გრძივ კედლებზე გაკეთებულ ორსაფეხურიან წყვილ პილასტრზე გადასულ თაღს ეჭირა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. შუაშ ქვის ტრაპეზი დგას. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი ჩრდილოეთს მინაშენში გადის. მინაშენი მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში აქვს. ჩრდილოეთის პასტოფორიუმის აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომლის წინაც ქვის ტრაპეზი დგას. სამხრეთის მინაშენი მთელ სიგრძეზე აქვს ეკლესიას. ის ორნაწილიანია: აღმოსავლეთით გამოყოფილი სამლოცველოა, რომელსაც ნახევარწრიული აბსიდი აქვს. მასში მოხვედრა დასავლეთ ნაწილში გაკეთებული შესასვლელით შეიძლებოდა. სამხრეთის მინაშენის დასაველეთი ნაწილი სამხრეთით სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღით იყო გახსნილი.

ტაძრის მორთულობას წარმოადგენდა ტაძრისა და სამხრეთი მინაშენის სარკმელთა საპირეები, რომლებიც გრეხილი ლილვით იყო მოჩარჩოებული და სრულდებოდა ჯვრის გამოსახულებით.

გალავანი დიდი ზომის ნატეხი ქვის მშრალი წყობითაა ნაგები. დასავლეთით მასში კარია გაკეთებული, რომელიც სამი დიდი ფილითაა გადახურული.

კომპლექსის სხვა ნაგებობებიდან მხოლოდ საძირკვლის კონტურები იკითხება. მათი დანიშნულების გარკვვევა ამჟამად, არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შეუძლებელია.

მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბალანთის ეკლესიას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზედა თმოგვის ნამოსახლარი [ფოტო]
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა