FM97.5 / LIVE

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

მთავარისაზოგადოება 26.05.2012
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში დილიდან დაიწყო

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ტრადიციული ზეიმი მძლეოსნების გარბენით გაიხსნა, რომელთაც სტარტი ქალაქის ცენტრიდან, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს.

შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ გადაინაცვლეს. აქ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შეჯიბრება მკლავჭიდში, ჭიდაობასა და კრივში.

გარდა ამისა, იმართება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ამავე სკოლის მოსწავლეები ასფალტსაც ხატავენ. ნახატები ძირითადად მშვიდობის თემაზეა.

14:00 საათზე ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე სკოლის მოსწავლეებს შორის მინი-ფეხბურთის ფინალური მატჩი გაიმართება.

16:00 საათზე კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასზე ერთმანეთს ორგანიზაცია დაწესებულებების გუნდები შეერკინებიან.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 18:00 საათზე, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდება.

ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ეწყობა. ზეიმისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ლარია გამოყოფილი.

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე 26 მაისისთვის ემზადება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
26 მაისს სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილი ღონისძიებები
ახალციხეში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს
ახალციხეში ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს
ახალციხის სტადიონზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს