FM97.5 / LIVE

ახალციხეში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება 26.05.2015
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში გარბენი და ფეხბურთის მატჩი ჩატარდა. შეჯიბრი მკლავჭიდში და ჭიდაობაში 14:00 საათზე დაიწყო.

ახალციხეში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს
სპორტული ღონისძიებები 12:00 საათზე გარბენით დაიწყო. გამარჯვებულებს სიგელები და მედლები ახალციხის ციხეზე დასკვნით ღონისძიებაზე გადაეცემათ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ახალციხის სასპორტო სკოლაში მინი ფეხბურთში გოგონათა ჩემპიონატი ჩაატარეს. გამარჯვება მუსხისა და ფერსის სკოლებმა მოიპოვეს.

ამ დროისთვის ახალციხის ციხეზე შეჯიბრი მკლავჭიდში და ჭიდაობაში მიმდინარეობს. 15:00 საათზე დაიწყება მოტო–შოუ, ასევე, დაგეგმილია საფინალო მატჩი ფეხბურთში, რომელიც ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

16:30 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი დაიწყება.

19:30 საათზე სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ. 19:00 საათზე კი გალა–კონცერტი დაიწყება, ჯემალ სეფიაშვილის, ცისანა სეფიაშვილის, ბორის ბედიას, ბესიკ კალანდაძის, ირმა სოხაძის, ენრიკო ჯანელიძის, ჯგუფ – „თბილისური კვარტეტისა“ და კახაბერი და ხანუმების მონაწილეობით, რომელიც 21:00 საათზე საქართველოს ჰიმნით და ფოიერვერკით დასრულდება.

ახალციხეში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგი
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
26 მაისს ახალციხეში გალა კონცერტი გაიმართება
"ახალციხის ციხეზე" გალა კონცერტი მიმდინარეობს
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს  [ფოტო]
ახალციხის სტადიონზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს