FM97.5 / LIVE

უფასო იურიდიული მომსახურება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2017
GDI რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისათვის უფასო იურიდიულ მომსახურებას იწყებს; ამისთვის რეგიონში სტაჟიორებსა და ადვოკატებს არჩევს.

უფასო იურიდიული მომსახურება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის  ქალებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ სამცხე–ჯავახეთსა და აჭარაში პროექტს „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ განახორციელებს.

პროექტის მიზანი საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებაა, უფრო ზუსტად კი ამ თემში შემავალი ქალებისა და გოგონების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

პროექტის ფარგლებში უფასო იურიდიულ მომსახურებას ქალები და გოგონები არამხოლოდ კონსულტაციის დონეზე, არამედ სასამართლოს ბოლო ინსტანციამდე მიიღებენ.

პროექტი მოიცავს ახალციხეს, ახალქალაქს, ნინოწმინდას, ხულოს, შაუხევს და ადიგენის მუნიციპალიტეტებს. აღნიშნულ ქალაქებში ორგანიზაციას მინიმუმ ერთი სტაჟიორი და ერთი ადვოკატი ეყოლება. ამ დროისთვის GDI აქტიურ ახალგზარდებსა და ადვოკატებს არჩევს.

„უმნიშვნელოვანესია ის, რომ ახალგაზრდები უშუალოდ ამ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული პუნქტებიდან იყვნენ. ასე მათ მეტი ნდობა ექნებათ. ეს ახალგაზრდები თემთან ურთიერთობასა და მათთან დაკავშირებაში დაგვეხმარებიან“, – ამბობს „დემოკრატიული ინიციატივა საქართველოს“ იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.

რაც შეეხება ადვოკატებს, აქ შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი სურვილი და მსგავს თემებზე მგრძნობელობა იქნება.

„შემდეგ ამ ადვოკატებს ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ ავუნაზღაურებთ მოსმახურების საფასურს“, – აცხადებს მარიკაშვილი.

ახალციხეში GDI-სთან თანამშრომლობისა და პროექტში ჩართვის სურვილი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა თაკო მამუკაშვილმა გამოთქვა: „არაფორმალური სწავლება პროფესიის უკეთ ათვისებაში დამეხმარება“.

პროექტის ფარგლებში, ჯამში 10–12 სტაჟიორი შეირჩევა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროექტში ჩართვის შესახებ შეუძლიათ ორგანიზაციას ელექტორნულ ფოსტაზე mgigineishvili@gdi.ge მიწერონ. შერჩეულებს კი ორი კვირის განმავლობაში გადაამზადებენ. გადამზადების კურსს ადვოკატებიც გაივლიან და პროექტის განხორციელება ამის შემდეგ დაიწყება.

სტაჟიორებისა და ადვოკატების შერჩევის პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება.

პროექტს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ახორციელებს East-West Management Institute (EWMI), PROLoG, USAID –ის ფინანსური მხარდაჭერით.

უფასო იურიდიული მომსახურება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის  ქალებს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
‘კონსტიტუციის 42–ე მუხლის’ სამუშაო შეხვედრა ქალებთან
ახალციხეში რეგიონში მცხოვრები უმცირესობების  პრობლემებზე იმსჯელეს
ტრენინგი და კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობებისთვის
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ
პროექტი ‘ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა’ ®
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება