FM97.5 / LIVE

ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 24.01.2017
ქალთა წინდაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება, მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება ახალი - 1332 მუხლიც, რომელიც ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, ქალთა წინდაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთარებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა.

“ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება გამსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული და ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არსრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა,”- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ინფორმაცია ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (თივი, სარუსო და ჩანთლისყურე) წინდაცვეთის არსებობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა” (IWPR) გაავრცელა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქმის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ დაადასტურა ამგვარი პრაქტიკის არსებობა, რომელსაც „ნათლობას“ უწოდებენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალთა წინადაცვეთა,იძულებითი სტერილიზაცია და ადევნება დასჯადი ხდება – ცვლილებები 20–მდე კანონში
შსს: 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა
მანქანის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დაჯარიმდება
გენდერ სპეციფიკური საჭიროებები სისხლის სამართლის სისტემაში
ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა ორწლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
შსს: საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა
ადიგენში რელიგიური დაპირისპირების საქმეზე 6 პირი დააჯარიმეს