FM97.5 / LIVE

მთავარ პროკურატურასთან ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.05.2018
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.

მთავარ პროკურატურასთან ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ

აქციაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შეკრებილები არიან საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

სარალიძე ირმწუნება, რომ გამოძიების ეტაპზე დაზიანებულია როგორც მტკიცებულებები, ასევე დანგრეულია ის ავტოფარეხი, სადაც მოხდა მკვლელობა. სარალიძის თქმით, პროკურატურამ კარგად იცის თუ ვინ არის რეალურად დამნაშავე, შესაბამისად, საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს როგორც მკვლელობაში მონაწილე პირების, ასევე დანაშაულის დამფარავი პირების დასჯაც: „არავითარი ექსპერტიზა, მათ ძალიან კარგად იციან ვინ არის დამნაშავე და საჭიროა დაისაჯონ დამნაშავეები, ასევე პასუხი აგოს ირაკლი შოთაძემ".

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმეზეა ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროშიც.

"დღევანდელმა სასამართლომ დაადასტურა, რომ კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუცხადა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ვინც ამ სიტუაციამდე მიიყვანა საქმე. ასევე, საჭიროა სისტემაში გატარდეს რეფორმები“, - განაცხადა აქციაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

დღეს, 31 მაისს სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ოთხთვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხორავას ქუჩის საქმე – ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება
ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლომ სასჯელის ზომები გამოაცხადა
ზაზა სარალიძე პატრიარქს ხვდება
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
აქციის მონაწილეები ახალ მოთხოვნებს აყენებენ
პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა