FM97.5 / LIVE

აქციის მონაწილეები ახალ მოთხოვნებს აყენებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.05.2018
მთავარ პროკურატურასთან დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტთან გრძელდება. შოთაძის გადადგომის შემდეგ აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებიც მათი განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეები ახალ მოთხოვნებს აყენებენ

მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებმა ახალი მოთხოვნები წამოაყენეს. აქციაზე შეკრებილებს მოთხოვნები ზაზა სარალიძის მეგობარმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გააცნო.

კუპრავას განცხადებით, უნდა გადადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიხეილ ჩინჩალაძე. ზვიად კუპრავამ ასევე მოითხოვა სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადაყენება.

გარდა ზემოაღნიშნული პირების გადაყენებისა, აქციის მონაწილეები ითხოვენ სარალიძე-დადუნაშვილის საქმეში ჩართული პროკურერებისა და ასევე, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის დასჯას.

“როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა მნიშვნელოვნად ჩამოვშალეთ. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა პროკურატურასთან, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაბედონ და ვინმე არ წარადგინონ მთავარი პროკურორის პოსტზე”, – თქვა ზვიად კუპრავამ სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, შეიქმნება საზოგადოებრივი ჯგუფი ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით, რომელიც პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურას წარუდგენს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავარ პროკურორად მათ მიერ შერჩეული პირი დაინიშნოს
ზაზა სარალიძე პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ხორავას ქუჩის საქმე – ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების გაშლას გეგმავენ
მთავარ პროკურატურასთან ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ
ლომჯარია – ‘სარალიძე იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ’