FM97.5 / LIVE

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო კომისია მართმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად ყველა ბერკეტს გამოიყენებს: "სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომელიც ორი არასრულწლოვანის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში".

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გაჟღერების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხორავას ქუჩის საქმე – ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლომ სასჯელის ზომები გამოაცხადა
მთავარ პროკურატურასთან ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ
ზაზა სარალიძე პატრიარქს ხვდება
ზანავის ჩხუბის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
სააპელაციო სასამართლოში ხმალაძის საქმის განხილვა იწყება